1. ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო ლიზინგის მიმღებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის.
2. ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება ლიზინგის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ლიზინგის რეფინანსირების ან ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის/ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება.
3. ლიზინგის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, ლიზინგის სარგებლისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), ლიზინგის
ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო ლიზინგის მიმღებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. აღნიშნული 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშება მოხდება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ვადაგადაცილების დაწყების დღიდან და არ გაითვალისწინება ამ დღემდე გათვალისწინებული/დაკისრებული ნებისმიერი საკომისიო, ნებისმიერი ფინანსური ხარჯი (მათ შორის, ისეთი ხარჯები, რაც შესულია ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), ლიზინგის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო ლიზინგის მიმღებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლო ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქცია, ამასთან
აღნიშნული 1.5-მაგი ოდენობის გაანგარიშებისას, ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხას წარმოადგენს ლიზინგის ვადაგადაცილების დაწყების დღეს არსებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხა და ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის ცვლილება არ გაითვალისწინება.
4. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხაში არ გაითვალისწინება ლიზინგის ვადის გადაცილებისას ლიზინგის ვადის გაგრძელების, ლიზინგის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით) ან/და ლიზინგის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის ნაზარდი, ხოლო ლიზინგის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა ლიზინგის რესტრუქტურიზაციის, ლიზინგის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით) ან/და ვადის გაგრძელების გზით. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ლიზინგის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად ლიზინგის რესტრუქტურიზაცია, ლიზინგის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით) და ვადის გაგრძელება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის მიმღებმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები. თუ ლიზინგის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრა ხდება ლიზინგის რესტრუქტურიზაციის, ლიზინგის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ ლიზინგის გამცემთან ხელშეკრულების დადებით) და ვადის გაგრძელებისას, ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხაში არ გაითვალისწინება ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის ნაზარდი (სხვაობა ლიზინგის ვადის გადაცილების სრული აღმოფხვრის შემდეგ არსებულ ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხასა და ლიზინგის ვადის გადაცილების დღეს არსებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენ თანხას შორის).
5. ლიზინგის გამცემს ეკრძალება, მის მიერ გაცემული ლიზინგის რეფინანსირების შემთხვევაში ან ლიზინგის მიმღების მიერ საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ წინსწრებით, ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ლიზინგის საგნის ვადაზე ადრე გამოსყიდვის შემთხვევაში ლიზინგის მიმღებს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის 2 პროცენტს აღემატებ