1. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებისათვის საჭიროა ლიზინგის მიმღების მიერ სალიზინგო საზღაურის გადახდების დღევანდელი ღირებულება გაუთანაბრდეს ლიზინგის დაფინანსების თანხას. იგი გამოისახება წლიური პროცენტით და გაიანგარიშება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგზე გაწეული ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
2. გამოყენებულ აღნიშვნათა განმარტება:
ა) k – ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის რიგითი ნომერი;
ბ) k’ – სალიზინგო საზღაურის რიგითი ნომერი;
გ) Ak – k რიგითობით გაცემული ლიზინგის დაფინანსების თანხა;
დ) A’k’ – k’ რიგითობის შესაბამისი სალიზინგო საზღაური;
ე) Σ- ჯამის ნიშანი;
ვ) m – ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემების საერთო რაოდენობა;
ზ) m’ – სალიზინგო საზღაურების საერთო რაოდენობა;
თ) tk – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, ლიზინგის დაფინანსების პირველ რიგობით გაცემასა და შემდგომ გაცემებს შორის – მეორედან – m -მდე;
ი) tk’ – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, ლიზინგის დაფინანსების საწყის თარიღსა და სალიზინგო საზღაურის გადახდებს შორის – პირველიდან – m’-მდე;
კ) i – ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
3. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დაშვებები:
ა) თუ სალიზინგო საზღაურის გადახდების ფიქსირებული პერიოდი არ არის მითითებული, ლიზინგის ხანგრძლივობად დაიშვება ერთი წელი და გადახდების სქემად ყოველთვიური გადახდის სქემა;
ბ) თუ სალიზინგო საზღაურის გადახდის თარიღები ფიქსირებულია და თითოეული გადახდის ოდენობა შესაძლოა იყოს განსხვავებული გარკვეული მინიმალური ლიმიტით, დაიშვება, რომ ლიზინგის მიმღები ახორციელებს მინიმალური შესაძლო თანხის შეტანას თითოეული თარიღისათვის;
გ) სარგებლის სახით ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ლიზინგის სარგებელი მუდმივია და უტოლდება ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შეთანხმებულ სარგებელს;
დ) თუ ლიზინგის ხელშეკრულება სარგებლის და/ან სხვა ფინანსური ხარჯების სახით ითვალისწინებს განსხვავებულ განაკვეთებს სხვადასხვა პერიოდებისთვის და/ან სხვადასხვა პირობებისათვის და/ან ლიზინგის ხელშეკრულებით შეთანხმებულია სხვადასხვა შესაძლო პირობა ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება უნდა მოხდეს იმ დაშვებით, რომლითაც მიიღება აღნიშნული განაკვეთის ყველაზე მაღალი შესაძლო მნიშვნელობა.
4. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ მხარეები დროულად ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მის გამოთვლაში არ გაითვალისწინება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის ხარჯები ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა.
5. ლიზინგის დაფინანსების საწყის თარიღს წარმოადგენს მიმწოდებელთან გაფორმებული ლიზინგის საგნის ნასყიდობის ან სხვაგვარად მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადების თარიღს, ლიზინგის ხელშეკრულების დადების თარიღს და ლიზინგის ხელშეკრულებით შეთანხმებულ საწყის თარიღს შორის ყველაზე უფრო გვიანდელი თარიღი, ხოლო თუ ლიზინგის საგნის მესაკუთრე თავად ლიზინგის გამცემია – ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებასა და ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების სარგებლობაში გადაცემის თარიღებს შორის ყველაზე გვიანდელი.
6. ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ წელიწადში არის 365 დღე, ხოლო ნაკიან წელიწადში 366 დღ