„საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №158 |
|
2019 წლის 26 მარტი ქ. თბილისი |
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ანაზღაურებას ექვემდებარება საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს იმ მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, მიუხედავად გარდაცვალების თარიღისა.
4. ანაზღაურებას ექვემდებარება საზღვარგარეთ მკვდრადშობილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, თუ ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯები, როდესაც განმცხადებელი ოჯახის წევრი წარმოადგენს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის დეკლარანტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მიმდინარე საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − წინა საანგარიშო პერიოდის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება 100 000 ლარს.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების შესახებ განცხადებით მიმართვისას, თუ ოჯახის შესაბამისი წევრის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მიმართვის უფლება გადადის რიგითობით მომდევნო კატეგორიის ოჯახის წევრზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.03.2019.
- როდის იქნა მიღებული „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 26.03.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №158. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.021173.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საზღვარგარეთ გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №330 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №158, 26.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021173 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4518733/