1. უმაღლესი საბჭოს სხდომებს, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის მოადგილეს. თუ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაევალება უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს სხდომა.
2. სხდომის თავმჯდომარე:
ა) აუწყებს უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას;
ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;
დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს რეგლამენტით დადგენილი წესით;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს;
ზ) რეგლამენტის 152-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს უმაღლესი საბჭოს წევრს, მოწვეულ პირს ან/და სხდომაზე დამსწრე სხვა პირს;
თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას;
ი) კანონპროექტის (სხვა საკითხების) განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს;
კ) კენჭისყრაზე დასაყენებელი ვარიანტების სიმრავლისას ან საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით აწყობს სარეიტინგო გამოკითხვას და ავტორებს სთავაზობს ნაკლებად რეალური წინადადებების მოხსნას;
ლ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.
4. სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, კომენტარი გაუკეთოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უმაღლესი საბჭოს წევრი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 76. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
თავი IX — უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 61. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
- მუხლი 86. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე
- მუხლი 63. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
- მუხლი 85. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი
- მუხლი 137. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა
- მუხლი 79. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი
- მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება
- მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
- მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
- მუხლი 74. მორიგი სესიის პლენარული სხდომა
- მუხლი 75. პლენარული სხდომის დღის წესრიგი
- მუხლი 77. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
- მუხლი 78. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
- მუხლი 79. პოლიტიკური დებატები
- მუხლი 80. პოლიტიკური განცხადებები
- მუხლი 81. ხმის მიცემა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 76, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-76/