1. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, სასესიო პერიოდის ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს. დანარჩენი დრო ეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას.
2. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული სხდომა იმართება, როგორც წესი, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენების, პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.
3. უმაღლესი საბჭოს მორიგი პლენარული/რიგგარეშე სხდომა/სესია, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში. პლენარული სხდომის კვირაში, ხუთშაბათის გარდა სხვა დღეს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს ბიურო.
4. საჭიროების შემთხვევაში უმაღლეს საბჭოს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში.
5. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომის დღეს, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომას იწვევს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის რეგლამენტის 68-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიები, როგორც წესი, არ იმართება, ხოლო რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა იმართება აუცილებლობის შემთხვევაშ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 74. მორიგი სესიის პლენარული სხდომა
თავი IX — უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
მთავარი მონაცემები
- ვადა 1 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს საზეიმო/საიუბილეო სხდომა
- მუხლი 691. საგანგებო სესია
- მუხლი 70. უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზი
- მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება
- მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
- მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
- მუხლი 75. პლენარული სხდომის დღის წესრიგი
- მუხლი 76. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
- მუხლი 77. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
- მუხლი 78. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
- მუხლი 79. პოლიტიკური დებატები
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 74, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-74/