1. ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნა. პოლიტიკური დებატების დღე, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში ინიშნება ორჯერ. პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით.
2. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისათვის ფრაქციასა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) ეძლევა თითოეულს 30 წუთი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს – 20 წუთი, უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 10 წუთი. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობასა და მათზე დროის გადანაწილების სქემას. პოლიტიკურ დებატებში გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია. გამომსვლელთა თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბიურო.
3. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს ამ რეგლამენტით მისთვის გათვალისწინებული დროის ლიმიტით და განხილული საკითხი დააყენოს კენჭისყრაზ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 79. პოლიტიკური დებატები
თავი IX — უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
- მუხლი 74. მორიგი სესიის პლენარული სხდომა
- მუხლი 75. პლენარული სხდომის დღის წესრიგი
- მუხლი 76. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
- მუხლი 77. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
- მუხლი 78. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
- მუხლი 80. პოლიტიკური განცხადებები
- მუხლი 81. ხმის მიცემა
- მუხლი 82. კენჭისყრის ფორმა
- მუხლი 83. უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების შესწორების დაუშვებლობა
- მუხლი 84. საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 79, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-79/