1. უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. სხდომის გახსნის წინ, ასევე, კენჭისყრის წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია.
3. უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ რეგისტრაციის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ადასტურებს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი, რომელიც არის პასუხისმგებელი მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტისათვის.
4. თუ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შედეგი და უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს უფლება აქვთ, მოითხოვონ რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
5. თუ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.
6. უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს.
7. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.
8. უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ იგი, პლენარული სხდომის დღის განმავლობაში გაივლის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ერთ რეგისტრაციას მაინც.
9. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
10. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით), სამსახურებრივი მივლინება, ოჯახის წევრის დაბადება, გარდაცვალება, ავადმყოფობა (დადასტურებული საავადმყოფო ფურცლით). ამ მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე (თავმჯდომარის მოადგილე). ამ პუნქტის მიზნებისათვის „ოჯახის წევრში“ იგულისხმება მეუღლე, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა.
11. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით აგრეთვე, გაცდენილად არ ეთვლება უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო, უმაღლესი საბჭოს წევრის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის არსებობის შემთხვევაშ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი · რედაქცია 11.12.2025
მუხლი 77. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
თავი IX — უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 62. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
- მუხლი 87. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია. სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი
- მუხლი 63. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
- მუხლი 61. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
- მუხლი 152. თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
- მუხლი 111. თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 71. ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრება
- მუხლი 72. უმაღლესი საბჭოს დროებითი ხმის დამთვლელი კომისია და დროებითი სამანდატო კომისია
- მუხლი 73. პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა
- მუხლი 74. მორიგი სესიის პლენარული სხდომა
- მუხლი 75. პლენარული სხდომის დღის წესრიგი
- მუხლი 76. პლენარული სხდომის თავმჯდომარე
- მუხლი 78. პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
- მუხლი 79. პოლიტიკური დებატები
- მუხლი 80. პოლიტიკური განცხადებები
- მუხლი 81. ხმის მიცემა
- მუხლი 82. კენჭისყრის ფორმა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი“, მუხლი 77, №84-უ.ს.რ.ს., 04.04.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240080.51.056.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4529420/muxli-77/