„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№181
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.021196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2019 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005  წლის  11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. 11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა – ტყითმოსარგებლის მიერ, დადგენილი წესით, მომავალი 10-წლიანი პერიოდისთვის შემუშავებული დოკუმენტი, რომლის  შემუშავებისა და დამტკიცების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი).“.

2. 22 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს მიერ,   „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული ტყის სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო არის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში − ლიცენზიის გამცემი).“.

4. მე-8 მუხლის:           

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“;

პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ჭ) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანოს, ასევე ხე-ტყის ნარჩენებისგან ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებულ პირს (რომელსაც „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებისა და „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება), ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე არსებული ხე-ტყის ნარჩენების გამოტანაში, აგრეთვე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსის დამზადებაში. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო უფლებამოსილია, აღნიშნული რესურსი განკარგოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიცენზიანტი უფლებამოსილია, თვითონ აითვისოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსი, თუ იგი შეესაბამება ლიცენზიით განსაზღვრულ, ასათვისებელი მერქნიანი მცენარეების სახეობებს. ამ გზით მოპოვებული მერქნული რესურსი ჩაითვლება ლიცენზიით განსაზღვრულ საერთო ოდენობაში. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიანტი იხდის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის მოსაკრებელს.“;

) მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“;

)   მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) საქმიანობის განხორციელებისას ისტორიული, რელიგიური და კულტურული ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამინისტროს და უზრუნველყოს მათი დაზიანებისგან დაცვა;“;

) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„რ1) სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანოს, ასევე ხე-ტყის ნარჩენებისგან ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებულ პირს (რომელსაც „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებისა და „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოსთან დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება), ხელი არ შეუშალოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის ნარჩენების გამოტანაში, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსის დამზადებაში. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია,  აღნიშნული რესურსი განკარგოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე