შპს „ნიუსტარის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/251-19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 251-19

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 2019 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური

მოვალე –  შპს ,,ნიუსტარი“

(საიდენტიფიკაციო კოდი 404960556)

დირექტორი – სერგო კაპანაძე

წარმომადგენელი – გიორგი ზედგინიძე

 მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი  – თამთა მაჭარაშვილი

მოთხოვნა – შპს ,,ნიუსტარის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ,,ნიუსტარის“ გადახდისუუნარობის საქმე.

2019 წლის 5 აპრილის კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არა უმეტეს 3 დღით.

 სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 22 აპრილს 16:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) სხდომის დარბაზი №51, შემდეგი დღის წესრიგით:

1.1.  კრედიტორთა მოთხოვნების  აღიარების შესახებ;

1.2. მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი .