1. დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებისგან დამოუკიდებლად, ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 5 სამუშაო დღის ოდენობით, ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები პირს უნაზღაურდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრს წარმოადგენს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, სრულწლოვანი გერი, და და ძმ