1. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაღუპულის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
2. მოსამსახურეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.
3. სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გარდაცვლილი მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შესაძლებელია მიეცეს ერთჯერადი მატერიალური ან/და ფულადი დახმარებ