მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ბ) მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები;
გ) მოითხოვოს დისციპლინური წარმოება მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გასაბათილებლად;
დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ძირითად საქმიანობასთან შეთავსებით, ეწეოდეს
პედაგოგიურ, სამეცნიერო და შემოქმედებით საქმიანობას;
ე) სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს თანამდებობრივი სარგო, შრომის ანაზღაურება, დიპლომატიური რანგის ან საკლასო დანამატი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მოსამსახურის შემთხვევაში – როტაციის წესით სამუშაო მივლინების დღიდან მისი გამოწვევის დღემდე, როტაციის წესით სამუშაო მივლინების თანხა;
ვ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები