1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წელი.

2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის საზღვარგარეთ სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.

3. მინისტრის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, დიპლომატიური თანამდებობის პირი/ადმინისტრაციული პერსონალი როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შესაძლოა წარიგზავნოს 2 წლამდე ვადით.

4. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

5.დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის/გათავისუფლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის შემდგომ, მისი როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნა/გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი