1. დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი ვალდებულია გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ:
ა) თანამდებობაზე დანიშნულმა პირმა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე წარმოადგინა შესაბამისი განცხადება;
ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც ამ წესის შესაბამისად, გამორიცხავენ თანამდებობაზე დანიშვნას. 2. პირი, რომლის დანიშვნაც გაუქმდა, ვალდებულია დააბრუნოს ყველაფერი, რაც მან მიიღო თანამდებობაზე დანიშვნი