1. როტაცია წარმოადგენს სამინისტროს, დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების თანამდებობის პირთა ურთიერთშენაცვლებას.

2. როტაციის ფარგლებში ხორციელდება დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში პირთა სამუშაოდ მივლინება და დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ მივლინებულ პირთა გამოწვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში პირის წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების ან შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე ინიშნება და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარიგზავნება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხული პირი, მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზ