1. შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის/შესაბამისი კომისიის წარდგინებით ან სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოხელე შესაძლებელია მისივე თანხმობთ გადაყვანილ იქნას იმავე ან სხვა კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე:

ა) დაწესებულების რეორგანიზაციისას;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

გ) როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნის მიზნით;

დ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემთხვევაში;

ე) როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევის გამო;

ვ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სხვა თანამდებობაზე გადაყვანა საჭიროებს მოხელის წერილობით თანხმობას.

3. უფრო მაღალი კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანისას მხედველობაში მიიღება შეფასების შედეგები.

4. უფრო მაღალი კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე მოხელის გადაყვანა დაუშვებელია მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.

5. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე გამოწვევისას მოხელე არ დაექვემდებარება სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, თუ ვადაზე ადრე გამოწვევა განხორციელდა ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ი“, „ კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზ