1. სამინისტროში სამუშაოდ მიღების მსურველმა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია და CV;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ადრინდელი საქმიანობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;
ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ი) 2 ფოტოსურათი (3X4) და მათი ელექტრონული ვერსია;
კ) კადრების აღრიცხვის ფურცელი;
ლ) საქართველოში სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ.
2. სამინისტრო უფლებამოსილია, გადაამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის სისწორე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულად წარდგენა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველ