1. სამინისტროში კომერციულ ატაშედ მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:

ა)  განცხადება;

ბ) CV;

გ) ხელწერილი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ;

დ) განათლების/შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ცნობა/დოკუმენტი ადრინდელი პროფესიული საქმიანობის შესახებ;

ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

თ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;

ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

კ) დადგენილი ფორმით შევსებული ანკეტა.

2. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა ან არასრულად წარდგენა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველ