1. როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა კომერციული ატაშესათვის არის 3 წელი.
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ კომერციულ ატაშეს, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადი