1. კომერციულ ატაშეს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. კომერციული ატაშეს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა, თუ პირი 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაინიშნა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;
გ) საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება, სამსახურის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;
დ) არაკანონიერად გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა;
ვ) შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგები;
ზ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა;
თ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგები;
ი) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა;
კ) დანაშაულის ჩადენა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ლ) თანამდებობრივი შეუთავსებლობა;
მ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარება;
ნ) გარდაცვალება;
ო) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;
პ) საქართველოს მოქალაქეობის შეცვლა;
ჟ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უარი პირის აკრედიტებაზე;
რ) ამავე წესის მე-10 მუხლით დაწესებული შეზღუდვების დარღვევა;
ს) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „თ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის საფუძველზე;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებ