1. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს:
ა) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას;
ბ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებისას;
გ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს კომერციული ატაშეს შემდგომმა მუშაობამ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;
დ) პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას;
ე) პირის მოთხოვნისას;
ვ) პირის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს სამინისტროს საქმიანობა;
ზ) პირის გარდაცვალებისას;
თ) პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში;
ი) პირის მიერ ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში;
კ) პირის მიერ მინისტრის ბრძანებების, ინსტრუქციების, დავალებების, მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
ლ) პირის ან მისი ოჯახის წევრის მიერ ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელსაც შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს სამსახურის შემდგომ გაგრძელებაზე;
მ) ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული (ან მოსალოდნელი) საომარი ვითარების, სტიქიური და ტექნოგენური ხასიათის უბედურების შედეგად წარმოქმნილი სიტუაციის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულებისას;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და პირის ვადაზე ადრე გამოწვევა მინისტრმა ასევე შეიძლება განახორციელოს საგარეო საქმეთა მინისტრის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე:
ა) დისციპლინურ გადაცდომის ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პირის/სახელმწიფო მოსამსახურის და სახელმწიფო სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
ბ) კომერციული ატაშეს ან მისი ოჯახის წევრის მიერ ისეთი ქმედების ჩადენისას, რომელსაც შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ორმხრივ ურთიერთობებზე ან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულება.
3. ვადაზე ადრე გამოწვევა ხდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ასევე შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით ან/და საგარეო საქმეთა მინისტრის წერილობითი დასაბუთების საფუძველზ