1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს,  შენახვის ხარჯებს, სამსახურის გავლის, მისი და მისი ოჯახის დაზღვევის, გამოწვევის, სოციალური დაცვის წესსა (შემდგომში – წესი) და გარანტიებს.

2. კომერციული ატაშე თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. ურთიერთობები, რომლებიც ამ წესით არ არის მოწესრიგებული, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა