1. კომერციულ ატაშეს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. კომერციულ ატაშედ ინიშნება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, სათანადო კვალიფიკაცია, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და უცხოურ ენას.
3. კომერციული ატაშეების დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით თითოეული ადგილსამყოფელი ქვეყნის (ქვეყნების) მიხედვით.
4. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს კომერციული ატაშეს შერჩევის პროცედურებ