1.  როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული  მოსამსახურე ვალდებულია გამოცხადდეს სამინისტროში გამოწვევის თარიღიდან არაუგვიანეს  10 სამუშაო დღის ვადაში, ჩააბაროს მისი და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიური და/ან სამსახურებრივი პასპორტი.

2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა და სამსახურიდან გათავისუფლებულმა მოსამსახურემ მისი და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიურ და/ან სამსახურებრივ პასპორტთან ერთად უნდა ჩააბაროს სამინისტროს მოწმობა და მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორებ