1. მინისტრი უფლებამოსილია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა გაუგრძელოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ერთ წლამდე ვადით;

ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი თანამდებობის პირის მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გააგრძელოს 1 წლამდე;

გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს ერთ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იმავე თანამდებობაზე დანიშვნა 1 წლის განმავლობაშ