1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წელი.
2. ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი.
2
1. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური თანამდებობის პირი/ადმინისტრაციული პერსონალი როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შეიძლება წარიგზავნოს 2 წლამდე ვადით.
22. (ამოღებულია - 14.05.2025, №582).
3. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნა და გამოწვევა ხორციელდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4082 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025