1. მინისტრი უფლებამოსილია:
ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით;
ბ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ დიპლომატიური თანამდებობის პირს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით;
გ) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე ადმინისტრაციულ პერსონალს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში გაუგრძელოს 1 წლამდე ვადით.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა დაკომპლექტდება სამინისტროს საკადრო შემადგენლობიდან, ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან გადაყვანილ თანამდებობის პირთა როტაციის ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.
3.
(ამოღებულია - 14.12.2022, №2297).
საქართველო
ს
2009
წლის
6 აგვისტო
ს
კანონი
№
1606
- სსმ
I
,№
24
, 13.08.2009
წ., მუხ.
147
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4383-ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის დადგენილება №1
2
8 – ვებგვერდი, 23.05.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 1
7
მაისის
კანონი №
602
– ვებგვერდი,07
.0
6
.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
6
სექტემბრის
კანონი
№1
051
– ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4141 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2297 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №582 - ვებგვერდი, 16.05.2025