დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი;
ბ) იმ საჯარო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელება, შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, დიპლომატიური რანგის ან საკლასო დანამატი (მისი არსებობის შემთხვევაში);
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ე) დანიშვნის ვადა – თუ პირი დანიშნულია განსაზღვრული ვადით;
ვ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა – თუ გამოსაცდელი ვადა გამოიყენებ