1. ადმინისტრაციულ- ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, ინიშნება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

3. ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობაზე პირის დასანიშნად, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ინიცირებით და მინისტრის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ ვაკანსიაზე შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსი, რომლის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

4. ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე, შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის წარდგინებით მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

6. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება სამინისტროს ადმინისტრაციული პერსონალი.

7. საჭიროების შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.

8. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დაინიშნოს და როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნოს პირი, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე.

9. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარსაგზავნი პირების შერჩევის მიზნით, მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია შეიქმნას შესაბამისი კომისი