1. მინისტრი უფლებამოსილია დიპლომატიურ და ადმინისტრაციული პერსონალის თანამდებობებზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 12 თვეს, შემდეგ შემთხვევებში:
ა) დიპლომატიურ სამსახურში პირველად დანიშვნის დროს;
ბ) დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშვნის დროს.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ჩერდება მოხელის გამოსაცდელი ვადის დინება. მოხელის გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაითვლება.
3. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის დარჩენილი პერიოდი ინარჩუნებს ძალას პირველად დანიშვნის ბრძანებაში მითითებული ვადით.
4. მოხელის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეფასების საფუძველზე უშუალო ხელმძღვანელი ამოწმებს გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობას.
5. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოხელის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მეორე უარყოფითი შეფასების წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის