1. სამინისტროს ინტერესებიდან ან/და მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან
გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობას.
2. მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს უფლება აქვს, მოხელეს დროებით დააკისროს:
ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება;
ბ) სხვა ფუნქციების შესრულება და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგან.
3. დამატებითი ფუნქციების შესრულების საერთო ვადა დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დაუშვებელია მოხელისათვის ისეთი დროებითი ფუნქციის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციას.
5. მოხელისათვის ერთ თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.
6. ერთ თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციის შესრულებაზე მოხელის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
7. მოხელისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონით.
8. საჯარო დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები შესაძლებელია დაეკისროს დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ან მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირს, მისი კომპეტენციის გათვალისწინები