1. დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურეები არიან:
ა) დიპლომატიური თანამდებობის პირი;
ბ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი;
გ) მომსახურე პერსონალი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალის შემადგენლობაში შედიან:
ა) ადმინისტრაციული პერსონალი;
ბ) ტექნიკური პერსონალი;
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
3. დიპლომატიურ თანამდებობათა ნუსხა განსაზღვრულია „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი