1. დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში სამუშაოდ მივლინებულ იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ან საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებაში), ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში და შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს დიპლომატიურ სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით და შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მორიგი დიპლომატიური რანგის მისანიჭებლად.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შეღავათები მიენიჭება ასევე იმ დიპლომატიური თანამდებობის პირს ან დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფ პირს, რომელიც დასაქმდება სხვა საჯარო დაწესებულებაში ისეთ თანამდებობაზე, რომლისთვისაც დადგენილ უფლებამოსილების სფეროში შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობ