1. მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2. მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მოსამსახურეს შეუძლია ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შვებულებით ნაწილ-ნაწილ.

4. მოსამსახურეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ.ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოსამსახურეს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინებული პირის მიერ შვებულების საქართველოში გატარების შემთხვევაში, შვებულების პერიოდი განისაზღვრება საქართველოში შემოსვლის (სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის) დღიდან საქართველოდან გასვლის (სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის) დღემდე, ხოლო ადგილსამყოფელი ქვეყნიდან საქართველოში და საქართველოდან ადგილსამყოფელ ქვეყანაში მგზავრობისათვის საჭირო დღეებში სამსახურში არყოფნა ითვლება საპატიოდ.

6. ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო და დამატებითი შვებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.

7. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს და მისი ოჯახის წევრებს წელიწადში ერთხელ უნაზღაურდებათ ყოველწლიური შვებულების დროს მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები, არა უმეტეს საქართველოში გამომგზავრებასთან და საქართველოდან გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის