1. დიპლომატიური თანამდებობის პირებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამაში მონაწილეობისათვის ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობით..

2. მოხელეს უფლება აქვს, საჯარო სამსახურის სისტემის გარეთ არსებულ პროფესიული

განვითარების პროგრამაში მონაწილეობისათვის 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს შვებულებით არაუმეტეს 3 თვისა, თანამდებობრივი სარგოს და დიპლომატიური რანგის დანამატის/საკლასო დანამატის შენარჩუნებით, ან/და შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თანამდებობრივი სარგოს და დიპლომატიური რანგის დანამატის/საკლასო დანამატის შენარჩუნების გარეშე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადების გაგრძელება დაუშვებელია.

4. მოხელე, რომლის პროფესიული განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა აღემატება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ვადას, თავისუფლდება თანამდებობიდან და მისი სურვილის შემთხვევაში ირიცხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში. ამ შემთხვევაში მოხელის დიპლომატიური სამსახურის რეზერვში/მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება შესაბამისი პროფესიული განვითარების პროგრამის დასრულებიდან.

5. მოხელის მიერ პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესი,პირობები და ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილები