1. საქმიანობის განსახორციელებლად მივლინება იმ ქვეყნებში, სადაც რთული პოლიტიკური, ეკონომიკური, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენული და კლიმატური პირობებია, დასაშვებია მხოლოდ პირის თანხმობით.
2. მივლინების ადგილებში შეიარაღებული ან სამოქალაქო კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ისეთი ვითარების წარმოშობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამუშაოდ მივლინებული პირისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ქონებას, სამინისტრო იღებს ყველა საჭირო ზომას მათი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავა