1. შვებულებაში (მათ შორის, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, პირს უნარჩუნდება დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმები. თუ არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის მანძილზე 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, მინისტრი უფლებამოსილია პირის შენახვის ხარჯების ნორმა 30 კალენდარული დღის შემდეგ შეამციროს ბინის დაქირავების ხარჯებამდე.
2. კომერციული ატაშეს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ ერთხელ.
3. ორი სხვადასხვა კალენდარული წლის შვებულების უწყვეტად (გადაბმულად) სარგებლობის შემთხვევაში კომერციულ ატაშეს ან მის ოჯახის წევრებს შვებულებაში გამგზავრებისა და უკან დაბრუნების ხარჯები უნაზღაურდებათ მიმდინარე კალენდარული წლის ბიუჯეტიდან.
4. შვებულებიდან გამოძახების გამო შვებულების შეწყვეტის შემთხვევაში შვებულების დარჩენილი ნაწილით სარგებლობისას მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ კომერციულ ატაშე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 22. მოსამსახურის შვებულება— საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 23. შვებულება— სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კომერციული ატაშეს თანამდებობრივი სარგოს, შენახვის ხარჯების, მის მიერ სამსახურის გავლის, გამოწვევის, მისი დ ა მისი ოჯახის დაზღვევის, სოციალური დაცვის წესებისა და გარანტიების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №1-1/713, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 480040050.22.024.016483 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3531836/muxli-21/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია