1. კომერციული ატაშეს ოჯახის წევრებში იგულისხმება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი.
2. კომერციულ ატაშეს გრძელვადიანი მივლინების პერიოდში ოჯახის წერების შენახვის ხარჯების და დაზღვევის ანაზღაურების საკითხი რეგულირდება თითოეული ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით, შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
3. ოჯახის წევრისათვის გათვალისწინებული პროცენტული დანამატი გაიცემა მხოლოდ მათი ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნის პერიოდისათვის.
4. როტაციის წესით წარგზავნილ კომერციული ატაშეს არასრულწლოვანი შვილის ადგილსამყოფელ ქვეყანაში სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებაში სწავლის ხარჯები სამინისტროს მიერ ანაზღაურდება 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ოდენობით და სწავლების ფაქტობრივ ღირებულებასა და ლიმიტირებულ თანხას შორის სხვაობის 50%-იანი თანადაფინანსებით.
5. სწავლის ხარჯი შედგება სასწავლო პროცესში გასაწევი სხვადასხვა ხარჯისგან, მათ შორის - სწავლის გადასახადის, რეგისტრაციის, ტრანსპორტირების, კვების.
6. კერძო დაწესებულებებში სწავლის ხარჯი არ ანაზღაურდება, თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში ტერიტორიულად ხელმისაწვდომია უფასო სკოლამდელი ან სასკოლო დაწესებულება იმავე ენაზე ან სახელმწიფო ენაზე.
7. კომერციული ატაშე ვალდებულია წარმოადგინოს სწავლის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებ