1. როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას კომერციულ ატაშეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უნაზღაურდება პირველადი მოწყობის დამატებითი ხარჯები, რომელიც მოიცავს:

ა)  ბინის დაქირავებამდე გასაწევ ხარჯებს (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არაუმეტეს 10 დღისა) – ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს: 1. მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები, რომელიც ანაზღაურდება გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში; 2. ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია წარმოდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ კომერციულ ატაშეებს აუნაზღაურდება ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები.

3. პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა კომერციულ ატაშეზე, რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნისას არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) თუ დასაქმებული იყო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარიგზავნება იმავე ადგილსამყოფელ ქალაქში მდებარე იმავე ან სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში;

ბ) თუ წარმოადგენს ადგილსამყოფელი ქვეყნის რეზიდენტ პირს ან რეზიდენტი პირის ოჯახის წევრს და შესაბამისად გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ადგილსამყოფელ ქალაქშ