1. დასაბუთებული მოთხოვნისა და შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის შუამდგომლობით მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, შესაძლებელია დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით.
3. კომერციულ ატაშეს და მისი ოჯახის წევრებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მოსამსახურის მოკლევადიანი მივლინებით გამგზავრებისას, წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე უნაზღაურდება ადგილსამყოფელ ქვეყანაში ან მოკლევადიანი მივლინებით გასამგზავრებელ ქვეყანაში ბინადრობისას ან შესვლისას სავალდებულო აცრებთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებით ფაქტობრივად გაწეული ხარჯები წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად.
4. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევებში (გარდა შვებულებისა და ავადმყოფობისა), მინისტრის გადაწყვეტილებით, მოსამსახურეს არა უმეტეს ერთი თვის ვადით, შესაძლებელია შეუნარჩუნდეს გრძელვადიანი სამუშაო მივლინების შენახვის ხარჯები.
5. ადგილსამყოფელ ქვეყანაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ კომერციული ატაშეს ოჯახის წევრებს უნაზღაურდებათ სამედიცინო დაზღვევის ხარჯები დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულების წარმოდგენის საფუძველზე, მხოლოდ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მათი ყოფნის პერიოდისათვის.
6. ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება განხორციელდება ამ მონაცემების შეცვლის თარიღიდან. მოსამსახურე ვალდებულია სამი სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს შესაბამის სამსახურში წარმოადგინოს დოკუმენტაცია ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.
7. კომერციულ ატაშეს ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების საფასურ