1. როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი კომერციული ატაშე და მისი ოჯახის წევრები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სარგებლობენ დიპლომატიური იმუნიტეტით.
2. როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი კომერციული ატაშესა და მისი ოჯახის წევრებისათვის, დიპლომატიურ და საკონსულო იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეთანხმები