„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22/2019
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016454
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №22/2019

2019 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

 

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „შ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 18516 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 19 აპრილის №17/2019 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს  – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის დამტკიცდეს თანდართული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
csk_danart.doc DOC

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა

სახელმძღვანელო ინსტრუქცია

ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების

2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნები

დამტკიცებულია ცესკოს 2019 წლის 6 მაისის №22/2019 დადგენილებით

წარმოდგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია განკუთვნილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის №57.01.03 ტყიბულის ქალაქისა და №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის №58.04 გუმბრას თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო მიზნებისთვის. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრული სახით გაცნობის მიზნით, იხილეთ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ცესკოს 2019 წლის 19 აპრილის №17/2019 დადგენილება და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.21; მუხლი 24.1,2,4; მუხლი 25.14; მუხლი 29.9; მუხლი 45.4.ა)

საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან:

← 6 წევრს კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია;

← 6 წევრს ნიშნავენ პარტიები.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 15 დღის განმავლობაში (4 - 18 მაისი), კენჭისყრის დღეს (19 მაისი) და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს (20 მაისი).

ყურადღება!

← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.

← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 5)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის/არჩევის მომენტიდან:

← მონაწილეობა მიიღოს კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში;

← მონაწილეობა მიიღოს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის/სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ კურსებსა და ტრენინგ/სემინარებში;

← სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;

← საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს;

← დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დისციპლინური გადაცდომა და გახდეს მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.15; მუხლი 27.1,2,3; საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 9.4)

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

← კომისიის თავმჯდომარე;

← კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

← კომისიის მდივანი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

← ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

← იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას;

← გამოსცემს განკარგულებას დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების შესახებ;

← იღებს და ანაწილებს კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და კორესპონდენციას;

← პირადად აგებს პასუხს საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის შენახვისთვის/გაცემისთვის;

← საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს;

← კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილებას;

← პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;

← ვალდებულია კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

← კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას;

← ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

← ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

← ამზადებს კომისიის სხდომის დღის წესრიგს და განკარგულებათა პროექტებს;

← პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

← ადგენს კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

← ახორციელებს საარჩევნო კოდექსით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ:

← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს;

← ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს;

← ცესკოს აპარატისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს;

← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს;

← საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში;

← ცესკოში ან/და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების თითო დამკვირვებელს;

← ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს ორ დამკვირვებელს (თარჯიმანთან ერთად).

ყურადღება!

← საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

← დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც.

(საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი - მუხლი 11)

საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებისთვის პასუხისმგებელია კომისიის მდივანი. სარეგისტრაციო ჟურნალი შედგება ორი ნაწილისაგან:

I. შემოსული დოკუმენტაცია

კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტაციის (განცხადება, საჩივარი, ცნობა) შემოსვლისას სარეგისტრაციო ჟურნალში დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული დოკუმენტაცია.

ყურადღება!

დოკუმენტის/განცხადების მიღების და სარეგისტრაციო ჟურნალში სათანადო რეგისტრაციის შემდეგ კომისიის მდივანი ვალდებულია გასცეს ცნობა (იხ. დანართი №2), რომელშიც მიეთითება დოკუმენტის/განცხადების მიღების თარიღი და ზუსტი დრო, აგრეთვე ჟურნალში მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი. აღნიშნული ცნობა კომისიის მდივანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

II. გასული დოკუმენტაცია

კომისიის მდივანი ვალდებულია დოკუმენტის გაცემა რეგისტრაციაში გაატაროს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს, საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის განკარგულება და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა დაუყოვნებლივ.

სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება ყოველი დღის 18 საათზე, გარდა კენჭისყრის დღისა. სარეგისტრაციო ჟურნალის ორივე ნაწილში ბოლო ჩანაწერის შემდეგ აღინიშნება „ჟურნალი დახურულია“ და მიეთითება თარიღი და ზუსტი დრო. ამ აღნიშვნას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს. სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში იმავე თარიღით დამატებით რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია.

ყურადღება!

კენჭისყრის დღეს სარეგისტრაციო ჟურნალი იწარმოება მთელი საარჩევნო პროცესის პარალელურად. კენჭისყრის დღის ყველა პროცედურის დასრულებისა და შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 30.1.გ)

საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტებია:

← კომისიის განკარგულება;

← კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.4,5; მუხლი 26.3; მუხლი 30.4)

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულების პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (არანაკლებ 4 წევრი). ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა, გარდა საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას (არანაკლებ 7 ხმა).

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის განკარგულება მეორე დღესვე გამოიკვრება საარჩევნო უბანში.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.25; მუხლი 31.11; მუხლი 34.1)

საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა (17 მაისი) გადაეცემა დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები:

← საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია (სამაგიდო სია ფოტოსურათებით);

← საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე).

ყურადღება!

← კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოიხსნას და იმავე ადგილას განთავსდეს დაზუსტებული ვერსია;

← დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ სამაგიდო სიის და მისი ასლის გატანა, მისი ფოტოვიდეოგადაღება, ასევე დაუშვებელია ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ქმედებების განხორციელება აუცილებელია საარჩევნო კოდექსითა და ცესკოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 26.2.ბ)

საუბნო საარჩევნო კომისია:

← ამოწმებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სისწორეს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (1 მაისი), სიაში ცვლილების შეტანის წინადადებით მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიას;

← ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს (თანდართული დოკუმენტებით - ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 31.12; მუხლი 32)

საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (16 მაისი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სპეციალური სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია) გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას ასევე გადასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მოხელეების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „კომისიის წევრია“.

თუ საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით მიმართავს ამომრჩეველი, რომელმაც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა (1 მაისი) ვერ მოასწრო მიემართა კომისიისთვის სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით (ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან, გამოეწერა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან), შესაბამისი დოკუმენტების (საზღვრის გადაკვეთის შესახებ ჩანაწერი პასპორტში, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ) წარდგენის შემთხვევაში მას სპეციალურ სიაში რეგისტრაციაში გაატარებს საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს წარდგენილი დოკუმენტების ფოტოასლებს.

იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველის მიერ წარდგენილ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში/პასპორტში არ არის მითითებული რეგისტრაციის მისამართი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უკავშირდება ცესკოს ცხელ ხაზს.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 33; მუხლი 34; მუხლი 66.6)

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისია. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე.

ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ, თუ:

← ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა (ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია შემოსული განცხადების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს);

← იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას (ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა საოლქო საარჩევნო კომისიასთან);

ყურადღება!

← გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას წერილობით ან სატელეფონო ზეპირი განცხადებით მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც (16 მაისი);

← ამომრჩევლის წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის პირადი ნომერი. ამ განცხადების მიღებას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

← სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღების შემთხვევაში კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში უთითებს სატელეფონო შეტყობინების შემოსვლის ზუსტ დროს, ტელეფონის ნომერს, ამომრჩევლის სახელს, გვარს, მის პირად ნომერს და იმ მისამართს, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას. სატელეფონო ზეპირი განცხადების მიღებას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში.

← თუ მისამართი, სადაც ამომრჩეველი ითხოვს გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანას, არ შედის იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ამომრჩეველი რეგისტრირებულია, მას განემარტება, რომ ის არ შეიყვანება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში.

← სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი (კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიას);

← იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;

← იმყოფება პატიმრობაში;

← სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

← საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სპეციალური წოდების მქონე პირია, რომლის სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მის ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

← მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია.

ყურადღება!

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (სამაგიდო სიაში) შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სამაგიდო ვერსიაში, გარდა ამომრჩევლის პირადი ნომრისა) მისი შედგენისთანავე გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სია (კედლის და სამაგიდო) მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

ყურადღება!

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებში მისი გვარის გასწვრივ, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი „გადასატანი ყუთი“, ხოლო ერთიანი სიის კედლის და სამაგიდო ვერსიებში, შესაბამის გვერდზე ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი;

← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე შესაბამისი პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 35)

საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა (16 მაისი) საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიღებული ამომრჩეველთა ბარათები.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უნდა დაუბრუნონ კომისიის მდივანს ის ამომრჩეველთა ბარათები, რომლებიც ვერ დაურიგეს ამომრჩევლებს.

ყურადღება!

ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრისთვის მზადების და მისი ჩატარების მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიისგან იღებს:

საარჩევნო დოკუმენტაციას:

← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვერსიას (კედლის და სამაგიდო);

← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას, ასეთის არსებობის შემთხვევაში (კედლის და სამაგიდო);

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (კედლის და სამაგიდო) ბლანკებს;

← ამომრჩეველთა ბარათებს;

← გამჭოლი ნუმერაციის არ მქონე 50-50 ცალად შეფუთულ საარჩევნო ბიულეტენების შეკვრებს;

← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს (ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი);

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შესწორების ოქმის ფორმებს;

← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმს.

საარჩევნო ინვენტარს:

← ძირითად ყუთს, მასზე დასამონტაჟებელ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატს და გადასატან საარჩევნო ყუთს (საჭიროებისამებრ);

← საარჩევნო ყუთის ლუქებს;

← საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქებს;

← კენჭისყრის კაბინებს (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას შშმ პირებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);

← მარკირების სითხეს და მარკირების შესამოწმებელ სპეციალურ ხელსაწყოს (ულტრაიისფერი ფარანი);

← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს;

← რეგისტრატორების სპეციალურ სახაზავებს;

← ასლგადამღებ მანქანას;

← პორტატულ კომპიუტერებს (შესაძლებლობის ფარგლებში);

← სამელნე ბალიშს;

← ლითონის შემკერს („სტეპლერს“);

← საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერებს;

← გამადიდებელ ლინზას მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალურ ჩარჩოს უსინათლო ამომრჩევლებისთვის.

სხვა საარჩევნო მასალას:

← კანდიდატთა სიას;

← ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებულ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს;

← ამონარიდს ცესკოს დადგენილებიდან რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

← საარჩევნო დოკუმენტაციის შესაფუთ კონვერტებს;

← სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 27.1.დ; მუხლი 63.9,10)

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არის საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის/ინვენტარის მიღებისთვის პასუხისმგებელი პირი. კომისიის თავმჯდომარე პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების, კომისიის სპეციალური ბეჭდის, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.

ყურადღება!

საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება:

← მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები;

← სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა;

← ბიულეტენების სახეობა;

← ბიულეტენების შეკვრების რაოდენობა;

← მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა.

ყურადღება!

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმღები და გამცემი პირები ამოწმებენ საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების სისწორეს და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობის შესაბამისობას მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებთან. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.

მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები. აქტის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. მიღება-ჩაბარების აქტს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 58.4,5)

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის პროცედურების ჩასატარებლად, კანონით დადგენილი წესების დაცვით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს ერთი დღისა (18 მაისი) მოაწყონ კენჭისყრის შენობა. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა მოაწყოს:

← ამომრჩეველთა სარეგისტრაციო მაგიდები;

← ყოველი 500 ამომრჩევლისთვის არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალურ მარკერი;

← მაგიდა სპეციალური ჩარჩო-კონვერტებისთვის (უნდა იდგეს ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს);

← აწყობილი, დაულუქავი საარჩევნო ყუთები და ძირითად საარჩევნო ყუთზე დასამონტაჟებელი ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატი.

კენჭისყრის შენობაში საარჩევნო ყუთი თვალსაჩინო ადგილას ისე უნდა იყოს მოთავსებული, რომ ამომრჩეველი დაუბრკოლებლად მივიდეს მასთან, ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში ბიულეტენის მოთავსების შემდეგ სპეციალური ჩარჩო-კონვერტი დადოს სპეციალურად გამოყოფილ მაგიდაზე და დაუყოვნებლივ დატოვოს საარჩევნო უბანი.

კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

← ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

← კანდიდატთა სია;

← ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

← ამონარიდი ცესკოს დადგენილებიდან რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

← კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას კენჭისყრის შენობაში და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61.1)

საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე.

ყურადღება!

თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან, კენჭისყრის დღის განმავლობაში ატარონ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფორმები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ განხილული იქნება, როგორც დისციპლინური გადაცდომა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.16,17; მუხლი 39.3,6; მუხლი 42.1; მუხლი 44.5)

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს;

← ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;

← შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს;

← რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);

← რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი);

← მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს).

ყურადღება!

← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშანი (მოწმობა).

← საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში მონაწილე პარტიის/ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 8.25; მუხლი 41; მუხლი 42.5)

დამკვირვებელი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს სარგებლობს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი უფლებამოსილებებით, მათ შორის, მას უფლება აქვს:

← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

← დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;

← კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს.

დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს უფლება არ აქვს:

← ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

← გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

← აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

← ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

← კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე.

ყურადღება!

← დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლია კენჭისყრის შენობაში აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ ხდება კენჭისყრის კაბინის ან ამომრჩეველთა სამაგიდო სიის გადაღება.

← დაუშვებელია დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენლის მიერ ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემების დამუშავება (მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, შენახვა), გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა ან/და გავრცელება; მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და საარჩევნო ბიულეტენების გაცემის პროცესს.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61; მუხლი 62)

საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:

საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბნის გახსნისთანავე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გადასცემს კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი და გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-2, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მე-10 და მომდევნო გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს საარჩევნო უბნის გახსნის შემდგომ კენჭისყრის შენობაში გამოცხადებული კომისიის წევრის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მონაცემები, მათი საარჩევნო უბანში შემოსვლის დროის მითითებით და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი და ხსნის მას. ბეჭდის ნომერს კომისიის მდივანი უთითებს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის გასანაწილებელი ფუნქციებია:

← გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი (აუცილებლობის შემთხვევაში);

← ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი;

← ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი (არანაკლებ ერთი რეგისტრატორი ყოველ 300 ამომრჩეველზე);

← სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.

ყურადღება!

← წილისყრაში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/კომისიის თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი;

← საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველობას ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან აუცილებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ წილისყრის ჩატარებამდე უნდა შეადაროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობას.

თუ წილისყრის ჩატარების დროს დამსწრე კომისიის წევრთა რაოდენობა აღმოჩნდება გასანაწილებელ ფუნქციებზე:

← 1-ით ნაკლები, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;

← 2-ით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას;

← 3-ით ნაკლები, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას, ხოლო საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის, ასევე სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას ასრულებს კომისიის თავმჯდომარე.

პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ატარებს წილისყრას გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (აუცილებლობის შემთხვევაში).

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

← წილისყრაში მონაწილე კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;

← 2 ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები“;

← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;

← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა, და ათავსებს მაგიდაზე.

წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.

ყურადღება!

← თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

← თუ წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთი და იგივე პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები არიან, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება მათგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ამ სუბიექტის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.

← ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად ასევე გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული ურთიერთშეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, შესაბამისად ისინი კარგავენ კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე. კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრთა გამოვლენის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ატარებს წილისყრას სხვა ფუნქციების გასანაწილებლად.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებს;

← ფურცელზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „ნაკადის მომწესრიგებელი“, „რეგისტრატორი“, „სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი“;

← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;

← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე;

← წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს.

წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე. კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას.

კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემა შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით. კომისიის წევრი ხელმოწერით ადასტურებს ფუნქციის გადაცემას.

თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი შრომის ანაზღაურების საკითხს − საოლქო საარჩევნო კომისია.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა სიების მიხედვით, აგრეთვე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. კომისიის მდივანს აღნიშნული მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში. სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს გადასცემს მასალებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს გადასცემს:

← ანბანის მიხედვით დანაწილებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. ის ერთ-ერთ რეგისტრატორს აგრეთვე გადასცემს ამომრჩეველთა სპეციალურ სიას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

← 50 ცალად შეფუთული საარჩევნო ბიულეტენების თითო შეკვრას (რეგისტრატორმა უნდა გადაამოწმოს შეკვრაში ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე და თავმჯდომარესთან ერთად ხელმოწერით დაადასტუროს მიღება-ჩაბარების აქტით);

← საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერს (ამომრჩეველისთვის საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის განმარტების პროცესში საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ საცდელი წრის გაფერადების/მონიშვნის მიზნით);

← სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს ძირითადი საარჩევნო ყუთისთვის;

← რეგისტრატორის სპეციალურ სახაზავს;

← მარკირების სითხეს.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თითოეულ სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა გამოაკრას ამომრჩეველთა გვარების ანბანური თანამიმდევრობა მაგიდაზე განლაგებული სიების შესაბამისად.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს გადასცემს მარკირების შესამოწმებელ ულტრაიისფერ ფარანს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველ კომისიის წევრს გადასცემს ძირითად საარჩევნო ყუთსა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატს.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 60; მუხლი 64; მუხლი 65)

კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღის (19 მაისი) 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.

საარჩევნო უბანზე მოსული პირველი ამომრჩეველი გადის რეგისტრაციას (ხმის მიცემის პროცედურისთვის დადგენილი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით) და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. შემდგომ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირველ ამომრჩეველთან ერთად ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით დალუქავს მათ. ძირითადი საარჩევნო ყუთი ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მასზე დამონტაჟებული ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მოხსნა. დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატიდან ბეჭდავს დასტურს, რომ იმ დროისთვის არცერთ ამომრჩეველს ხმა არ მიუცია აღნიშნული აპარატის საშუალებით და ამონაბეჭდს გადასცემს კომისიის მდივანს შენახვის მიზნით.

კომისიის მდივანს ყუთების ლუქების ნომრები, დალუქვის ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე. პირველი ამომრჩეველი ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე ხელმოწერით ადასტურებს ცარიელი ყუთების დალუქვას და ამონაწერში მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ მომენტისათვის ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა.

ყურადღება!

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიას აცნობებს პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციისა და საარჩევნო ყუთების დალუქვის შესახებ.

ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

კენჭისყრის შენობაში შესვლისას ამომრჩეველი ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმების პროცედურას.

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი:

← არეგულირებს საარჩევნო უბანში შემოსულ ამომრჩეველთა ნაკადს;

← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

← ულტრაიისფერი ფარნით ამოწმებს, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება;

← თვალყურს ადევნებს, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან; თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით აყოვნებს კენჭისყრის ოთახში მორიგი ამომრჩევლის შესვლას;

← მიუთითებს ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.

ყურადღება!

თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ხოლო მისი ვინაობა მიეთითება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

ამომრჩეველი ამომრჩეველთა რეგისტრატორთან გადის რეგისტრაციას.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი:

← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

ყურადღება!

თუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები არ მოიძებნა:

← საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამომრჩეველი მოძებნოს ელექტრონულ სიებში და მიაწოდოს ინფორმაცია იმ უბნის შესახებ, რომელშიც ის არის რეგისტრირებული;

← საარჩევნო უბანზე ელექტრონული სიების არარსებობის შემთხვევაში მონაცემთა გადამოწმებისთვის პასუხისმგებელი პირი უნდა დაუკავშირდეს საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს ცხელ ხაზს ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად;

← ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.

← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას. ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემთაგან 3 მაინც:

– სახელი;

– გვარი;

– დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

– მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს);

← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათის და ამომრჩევლის სახის ერთმანეთთან შესაბამისობას;

ყურადღება!

← თუ ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ქვემოთ განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

← თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

← თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ დაადასტურებს აღნიშნულ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი.

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს ხელმოწერით.

← ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემების შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას (მარკირება არ გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ));

ყურადღება!

← მარკირება კეთდება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია - მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე;

← მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მას საარჩევნო ბიულეტენი არ გადაეცემა.

← ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას;

ყურადღება!

თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის ერთიან სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით).

← საარჩევნო ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტთან ერთად გადასცემს ამომრჩეველს.

← ამომრჩეველს განუმარტავს საარჩევნო ბიულეტენის შევსების და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესს, კერძოდ, ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში არსებული სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე (რეგისტრატორი ამომრჩეველს უთითებს, გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებული საცდელი წრე); ამომრჩეველმა შევსებული საარჩევნო ბიულეტენი უნდა მოათავსოს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში, საარჩევნო ბიულეტენზე არსებულ შესაბამის ნიშნულამდე.

ყურადღება!

თუ რეგისტრატორს არ აღმოაჩნდა სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საჭირო რაოდენობა, უნდა მიმართოს სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს მათი რაოდენობის შევსებას სპეციალური ჩარჩო კონვერტებისათვის განკუთვნილი მაგიდიდან.

ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის გადაცემის შემთხვევაში რეგისტრატორი ვალდებულია გადაითვალოს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების და მის ხელთ არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები (კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და გამოაკლოს თავმჯდომარისგან მიღებულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. მონაცემი ტოლი უნდა იყოს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობისა. მონაცემებს შორის ტოლობის არარსებობის შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება.

ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში, აკეთებს არჩევანს და საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება.

ყურადღება!

← თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი (შესაბამისი საარჩევნო უბნის სხვა ამომრჩეველი), გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

← თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, მათ ეს უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარის დავალებით ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი ახლით. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭრის კუთხეს, დააწერს „გაფუჭებულია“ და ხელს მოაწერს. კომისიის თავმჯდომარე გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ცალკე ინახავს.

საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველი მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი აქვს, განუმარტავს ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში მოთავსების წესს.

ამომრჩეველი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საარჩევნო ყუთისა და აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრი.

ყურადღება!

← საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.

← დამკვირვებელს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს, დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საშუალებით საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას.

← თუ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულ ბიულეტენად, ცალკე შეინახება და კენჭისყრის დასრულების შემდეგ ემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. რეგისტრატორი ვალდებულია შეუცვალოს ამომრჩეველს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი (თუ აღმოჩნდა, რომ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ უკან დაბრუნებული ბიულეტენი არის დაუდგენელი ნიმუშის, აღნიშნული არ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და გადაიდება ცალკე. თუ აღმოჩნდა, რომ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ უკან დაბრუნებული ბიულეტენი არის სხვა უბნისთვის განკუთვნილი, ასეთ შემთხვევაშიც აღნიშნული ბიულეტენი არ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას, გადაიდება ცალკე და მისი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).

მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი, ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით, აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს.

სპეციალური ჩარჩო-კონვერტის ზედამხედველი თვალყურს ადევნებს ამომრჩევლის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე მოთავსებას და უზრუნველყოფს უკვე გამოყენებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტების გადაცემას რეგისტრატორებისათვის.

(საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 21 ივნისის №20/2012 დადგენილება)

ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის, გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების (მარკირება, საარჩევნო ბიულეტენის მიღებისას ხელის მოწერა, საარჩევნო ბიულეტენის სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში ჩადება და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში მოთავსება) დამოუკიდებლად შესრულებას, კენჭისყრაში მონაწილეობს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

← ამომრჩეველი არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს;

← ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გადაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს;

← ამომრჩეველს უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა;

← აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მისი თანდასწრებით საარჩევნო ბიულეტენს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში დებს და ხმის მიცემის აპარატში ათავსებს მის მიერ არჩეული პირი, რომელიც დაეხმარება მას კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებაში.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 59)

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

საუბნო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში წესრიგის დამრღვევი გააძევოს იმ შენობიდან, სადაც კომისიაა განთავსებული. დამრღვევის გაძევების შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ფაქტთან დაკავშირებით სათანადო აღნიშვნა კეთდება ჩანაწერთა წიგნში.

ყურადღება!

← დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

← თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობით პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

← გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება. თუ რაიმე გარემოება აფერხებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საოლქო საარჩევნო კომისიას და დაელოდოს შესაბამის მითითებებს.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.6)

რეკომენდებულია!

ამომრჩეველთა რეგისტრატორებმა კენჭისყრის პროცესისთვის ხელის შეუშლელად 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, ასევე ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში, გადაითვალონ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით), მათ ხელთ არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (ასეთის არსებობისას). აღნიშნული მონაცემები სისწორის გადამოწმების მიზნით აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს:

თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (მასში ასახული მონაცემების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში გათვალისწინების მიზნით).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ამომრჩეველთა სიებში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას 12:00 და 17:00 საათის მდგომარეობით უთითებს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და აცნობებს საოლქო საარჩევნო კომისიას.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 64.5; მუხლი 65.3; მუხლი 66)

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ ილუქება საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, სურვილისამებრ, უფლება აქვთ, დააკვირდნენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურას. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადასცემს:

← დალუქულ გადასატან საარჩევნო ყუთს;

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;

← საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს;

← საარჩევნო ბიულეტენის შესავსებ სპეციალურ მარკერებს;

← სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის;

← გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქს.

კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი:

← სთხოვს ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

← ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში შეტანილი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობას;

ყურადღება!

მარკირება არ გამოიყენება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ.

← ხელს აწერს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის მიღებას;

ყურადღება!

თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველმა, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, ხელი უნდა მოაწეროს იმავე გრაფაში. აღნიშნულის თაობაზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რიგითი ნომრის, სახელისა და გვარის მითითებით).

← ამომრჩეველს განუმარტავს საარჩევნო ბიულეტენის შევსების და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესს: ამომრჩეველი ფარულობის პრინციპის დაცვით აკეთებს არჩევანს. მან სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე (კომისიის წევრი ამომრჩეველს უთითებს, გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენის ზედა ნაწილში არსებული საცდელი წრე). ამომრჩეველმა შევსებული საარჩევნო ბიულეტენი უნდა მოათავსოს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენზე არსებულ შესაბამის ნიშნულამდე.

ყურადღება!

← თუ ამომრჩეველს ან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახლით.

← თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

← „ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი აკეთებს ჩანაწერს „ფიზიკური მდგომარეობა“ და ხელმოწერით ადასტურებს. აღნიშნული ამომრჩევლის ნაცვლად მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა) ამომრჩევლის თანდასწრებით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს და მას სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში.

← ამომრჩეველს მიუთითებს გადასატან საარჩევნო ყუთში სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით მოათავსოს მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენი.

ყურადღება!

თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, გადასატანი ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერონ თანმხლებ პირებთან ერთად.

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა გადასცენ გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური ჩარჩო-კონვერტები.

ყურადღება!

← კომისიის მდივანი ამოწმებს გადასატანი ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სისწორეს. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით.

← ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში.

← კომისიის მდივანს ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო შეაქვს ჩანაწერთა წიგნში.

← კომისიის თავმჯდომარე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს აჭრის კუთხეს, აწერს გაფუჭებულია და ხელმოწერით ადასტურებს.

იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატით კენჭისყრის პროცესი:

← კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რის თაობაზეც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას;

← მისი აღმოფხვრისთანავე, კენჭისყრა გრძელდება ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით.

თუ შეუძლებელი გახდა ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატით კენჭისყრის გაგრძელება:

← ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე დგება აქტი და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე;

← ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების მიზნით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, კომისიის თავმჯდომარე ჭრის ძირითადი საარჩევნო ყუთის სპეციალურ ჭრილს, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 65.8)

კენჭისყრის პროცედურა სრულდება და კენჭისყრის შენობა იკეტება 20:00 საათზე. ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს და მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უთითებს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობას. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად ცხადდება.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 26-ე გვერდზე შეაქვს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი, გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით ამოწმებინებს მათ.

ყურადღება!

კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ, კენჭისყრის შენობაში შესვლისა და კენჭისყრის შენობის დატოვების უფლება აქვთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს.

კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებასთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, კომისიის თავმჯდომარე ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით ძირითად საარჩევნო ყუთში ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს იმგვარად, რომ არ ჩანდეს ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა.

ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებს ძირითად საარჩევნო ყუთში სპეციალური ჭრილის საშუალებით იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა და ლუქავს ძირითადი საარჩევნო ყუთის სპეციალურ ჭრილს.

ყურადღება!

თუ გადასატან საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სხვა უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, ის ცალკე დაიდება. სხვა უბნისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი დაემატება ძირითად საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი ასეთივე საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემი აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

გადასატანი საარჩევნო ყუთის ბიულეტენების ძირითად ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე აპარატიდან ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ საინფორმაციო ფურცელს, რომლის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო საინფორმაციო ფურცელს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შესანახად გადასცემს კომისიის მდივანს.

მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, კომისიის თავმჯდომარემ დაავალოს ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს, გადათვალონ მათ ხელთ არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და მათ ხელთ არსებულ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით). მონაცემები სისწორის გადამოწმების მიზნით აცნობონ კომისიის თავმჯდომარეს:

[pic]

ყურადღება!

← თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ხელახლა უნდა გადაითვალოს და დააზუსტოს რაოდენობები. თუ მონაცემებს შორის კვლავ სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება (მიზეზის მითითებით).

← ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას.

← ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, რეკომენდებულია, რეგისტრატორებმა დათვალონ აგრეთვე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები ყველა სახის სიაში. კომისიის თავმჯდომარე მონაცემებს აწვდის საოლქო საარჩევნო კომისიას.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.1,2; მუხლი 68.3)

კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით შეარჩევს ოთხ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს ორ მეთვალყურეს. თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს კომისიის თავმჯდომარე.

მთვლელების გამოსავლენად კომისიის თავმჯდომარე:

← კომისიის წევრების რაოდენობის შესაბამისად ამზადებს ერთნაირ ფურცლებს;

← ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ფუნქციის დასახელებას − „პირველი მთვლელი“, „მეორე მთვლელი“, „მესამე მთვლელი“, „მეოთხე მთვლელი“;

← წილისყრის ფურცლებს ამოწმებს კომისიის სპეციალური ბეჭდით;

← წილისყრის ფურცლებს იმგვარად კეცავს, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა და ათავსებს მაგიდაზე.

წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ წილისყრის ფურცლებს. წილისყრის შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე. კომისიის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ ფუნქციის მინიჭებას.

კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან წილისყრით გამოავლენს არაუმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში.

ყურადღება!

წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები.

კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები ხმების დათვლის პროცედურისთვის ამზადებენ საარჩევნო უბანს, ისე, რომ:

← მაგიდის ერთ მხარეს მთვლელებმა დაიკავონ ადგილი;

← კომისიის თავმჯდომარემ შეძლოს ყველა მთვლელის დანახვა;

← წილისყრით გამოვლენილმა ორმა წარმომადგენელმა და ორმა დამკვირვებელმა ადგილი დაიკავონ მთვლელების გვერდით (ერთი მეთვალყურე დგება მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე - მესამე მთვლელთან);

← კომისიის მდივანი განთავსდეს კომისიის თავმჯდომარის გვერდით და შეავსოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი;

← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა მაგიდისგან (მთვლელებისგან) ორი მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესის დანახვა.

კომისიის თავმჯდომარემ მთვლელების მაგიდასთან უნდა მიიტანოს:

← ამომრჩეველთა ერთიანი სია, ამომრჩეველთა სპეციალური სია, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;

← გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენები;

← გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები;

← ძირითადი საარჩევნო ყუთი;

← კალკულატორი.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.3)

მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას:

← ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით;

← ამომრჩეველთა სპეციალური სიის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შედეგები (რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 67.4,5,51)

კომისიის მდივანი გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭრის კუთხეს, შემდეგ ცალ-ცალკე პაკეტებში ათავსებს:

← ამომრჩეველთა ერთიან სიას;

← ამომრჩეველთა სპეციალურ სიას;

← გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;

← გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;

← გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს.

თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე და რაოდენობა. პაკეტები ილუქება, დალუქვის ზოლზე ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.

აღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს იმ შემთხვევების რაოდენობას, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/ ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას, აგრეთვე კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას (მონაცემები შეაქვს ჩანაწერთა წიგნში).

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღნიშნულ დოკუმენტებს ლუქავს; დალუქულ პაკეტზე უთითებს საარჩევნო უბნის დასახელებას, ნომერს, დოკუმენტების სახეობას და აწერს ხელს.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 68.1,2,5)

კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას.

ყურადღება!

თუ საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა (აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ ეცნობება საოლქო საარჩევნო კომისიას). წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთს ეხსნება ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატი, ძირითადი საარჩევნო ყუთი ილუქება და კომისიის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, პირველ რიგში, იწყება ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ საარჩევნო ყუთის ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების სპეციალურ სექციაში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენების შემოწმებისა და დათვლის პროცედურა. მთვლელები საარჩევნო ყუთის აღნიშნული სექციიდან საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ მაგიდაზე და ამოწმებენ ბათილობის საფუძვლებს.

დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მიიჩნევა ბათილად თუ:

← გაფერადებულია/მონიშნულია ერთზე მეტი კანდიდატის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე;

← არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი კანდიდატის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე, მათ შორის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნისა/წარწერისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც გაფერადებულია/მონიშნულია მხოლოდ ერთი კანდიდატის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე, მათ შორის მიუხედავად ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნისა/წარწერისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

პირველი მთვლელი ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების შემოწმების შედეგად ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებს გადასცემს მეოთხე მთვლელს. ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ რომელიმე საარჩევნო ბიულეტენის ბათილი ბიულეტენებისთვის სწორად მიკუთვნების თაობაზე ეჭვის არსებობისას, ასეთ საარჩევნო ბიულეტენს პირველი მთვლელი ასევე გადასცემს მეოთხე მთვლელს. საეჭვოდ მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა შესაბამისად მეორე ან მესამე მთვლელს, ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენი - მეოთხე მთვლელს.

ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული აპარატის მიერ საარჩევნო ყუთის ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების სპეციალურ სექციაში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენების შემოწმებისა და დათვილის პროცედურის დასრულების შემდეგ, მთვლელები მაგიდაზე ათავსებენ ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სხვა საარჩევნო ბიულეტენებს და იწყებენ დახარისხებას.

პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს ვისთვისაა მიცემული ხმა და ნამდვილ საარჩევნო ბიულეტენებს კანდიდატების მიხედვით გადასცემს მეორე და მესამე მთვლელს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენებს ახარისხებენ თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების შესაბამისად. ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ რომელიმე საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილი ბიულეტენებისთვის სწორად მიკუთვნების თაობაზე ეჭვის არსებობისას, ასეთ საარჩევნო ბიულეტენს პირველი მთვლელი გადასცემს მეოთხე მთვლელს. საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა შესაბამისად მეორე ან მესამე მთვლელს, ხოლო ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენი - მეოთხე მთვლელს.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 69.8,9)

საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, დაითვალონ:

← ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები (ასეთის არსებობისას) ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში);

← თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმები.

ყურადღება!

კანდიდატებისთვის კუთვნილი ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

კომისიის თავმჯდომარე აცხადებს თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას და კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებს მონაცემების სისწორეს. მიღებული შედეგები კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 69.6,9)

საარჩევნო ბიულეტენების დათვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე მთვლელებს მიუთითებს, ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქონ:

← ბათილი ბიულეტენები (მათ ეწერება „ბათილია“);

← კანდიდატისთვის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა.

ყურადღება!

← თითოეული კანდიდატის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, კანდიდატის მონაცემები (სახელი და გვარი) და საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ბათილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა დაეწეროს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა.

← დალუქულ პაკეტებს ხელს აწერენ მთვლელები და კომისიის თავმჯდომარე.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 70-71)

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ბეჭდური ფორმით ასახულია შემდეგი ინფორმაცია:

← არჩევნების დასახელება და კენჭისყრის თარიღი;

← საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

← საარჩევნო უბნის ნომერი;

← გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

← N1 გრაფაში - ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

← კანდიდატები (რიგითი ნომრების მითითებით).

ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, კომისიის მდივანი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და შეაქვს შემდეგი მონაცემები:

← N2 გრაფაში - სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

← N3 გრაფაში - არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ყველა სახის (ერთიანი, /სპეციალური/გადასატანი საარჩევნო ყუთის სია) ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;

← N4 გრაფაში - არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ხელმოწერების ჯამი ყველა სახის სიაში, ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

← N5 გრაფაში - მიღებულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

← N6 გრაფაში - ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;

← კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ყურადღება!

← N2, N3, N4, N5, N6 გრაფებში, ასევე კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მოცემულ ოთხდანაყოფიანი უჯრებიდან მეოთხე (ბოლო) უჯრაში მდივანმა უნდა შეიტანოს ერთეულების თანრიგის ციფრი, მესამე უჯრაში - ათეულების თანრიგის ციფრი, მეორე უჯრაში - ასეულების თანრიგის ციფრი, პირველ უჯრაში - ათასეულების თანრიგის ციფრი;

← იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემების გრაფაში დარჩება ცარიელი უჯრა/უჯრები, სასურველია კომისიის მდივანმა ცარიელ უჯრაში/უჯრებში შეიტანოს სიმბოლო „X“.

← კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომერი.

საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში სპეციალურად განკუთვნილ გრაფაში აღინიშნება მონაცემი, რომელსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი, რასაც ადასტურებს ხელმოწერით). განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს მისი შედგენის თარიღი და დრო (საათი და წუთი). კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით. კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება აკრძალულია. თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის N2, N3, N4, N5, N6 გრაფებში, ასევე კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის გრაფებში მონაცემების შეტანისას შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომის გამოსასწორებლად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ კეთდება ჩანაწერი „შესწორებულია“ და დგება შესწორების ოქმი.

კომისიის მდივანი შესწორების ოქმს ადგენს კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, რომელშიც შეაქვს შემდეგი მონაცემები:

← საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

← საარჩევნო უბნის ნომერი;

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი გრაფის ნომერი, რომელშიც შედის შესწორება; რიცხვი რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად;

← კანდიდატის სახელი და გვარი, რომლის გასწვრივ მონაცემებში შედის შესწორება; რიცხვი რომელიც უნდა გასწორდეს ამ გრაფაში და ის რიცხვი, რომელიც უნდა ეწეროს მის ნაცვლად.

საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი. კომისიის მდივანი შესწორების ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. შესწორების ოქმი დაერთვება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

ყურადღება!

თუ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა კომისიის სპეციალური ბეჭდის ნომრის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის თარიღის/დროის შეტანისას, ან არ მოხდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმება კომისიის სპეციალური ბეჭდით და ასეთი ფორმით გაიცა მისი ფოტოასლი, კომისიის მდივანმა უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 2.ჰ5; მუხლი 8.14; მუხლი 71.8)

კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი გამოაკრას საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლებს, კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით (არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის და შესწორების ოქმის (არსებობის შემთხვევაში) ფოტოასლები უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით, კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. ფოტოასლების მიღებას მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაიცემა მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 62.11; მუხლი 71.12,13)

ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი და ჩანაწერთა წიგნი იხურება კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის ხელმოწერებით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

კომისია ლუქავს:

← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს და მასთან ერთად განცხადებებს/საჩივრებს, ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატიდან ამონაბეჭდებს (დასტურს, რომ ყუთების დალუქვამდე ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ და წინასწარი შედეგების საინფორმაციო ფურცელს);

← საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალურ ბეჭედს (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი).

ყურადღება!

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და სარეგისტრაციო ჟურნალი არ ილუქება.

კომისიის უფლებამოსილი პირები საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ საარჩევნო ინვენტარს და საარჩევნო დოკუმენტაციის ყუთს/ტომარას, რომელშიც მოთავსებულია დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია და მისგან განცალკევებით:

← კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, შესწორების ოქმს (არსებობის შემთხვევაში) და განსხვავებულ აზრს (არსებობის შემთხვევაში);

← სარეგისტრაციო ჟურნალს და საუბნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია განცხადებები/საჩივრები (ასეთის არსებობისას) და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატიდან ამონაბეჭდები (დასტური, რომ ყუთების დალუქვამდე ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ და წინასწარი შედეგების საინფორმაციო ფურცელი).

საარჩევნო ინვენტარის და საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემასთან დაკავშირებით დგება მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერენ საარჩევნო დოკუმენტაციის გამცემი და მიმღები პირები, რის შემდეგაც თითოეულს გადაეცემა აქტის თითო ეგზემპლარი.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 61.5; მუხლი 62.10; მუხლი 72.1; მუხლი 73).

პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო საარჩევნო კომისიაში და დამკვირვებელს უფლება აქვს:

← განცხადება/საჩივარი გადასცეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს (დანართი №2).

← კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (მე-10 და მომდევნო გვერდებზე).

ყურადღება!

← არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანოს პრეტენზია, შენიშვნა ან საჩივარი.

← კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით).

საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილ უნდა იქნეს დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე, ხოლო განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე.

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი განცხადებას/საჩივარს რეგისტრაციაში გაატარებს სარეგისტრაციო ჟურნალის შემოსული დოკუმენტაციის ნაწილში, ასევე ჩანაწერთა წიგნში და განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ცნობას კომისიის მდივანი ხელმოწერით ადასტურებს (დანართი №3).

ყურადღება!

თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებმა დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72.2; მუხლი 74.2,3,4,5; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება)

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის შესავსებად, თუ განცხადება/საჩივარი არ შეიცავს:

← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღსა და დროს;

← განმცხადებლის/მომჩივნის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს;

← საარჩევნო უბნის ნომერს;

← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მის სახელს, გვარს და რეგისტრაციის ადგილს.

განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, დადგენილ ვადაში შეავსოს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით ან წარადგინოს ახალი განცხადება (რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც მას დაუდგინდა ხარვეზი). კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს ჩანაწერს „ხარვეზი“. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.

ყურადღება!

ხარვეზის შევსების ვადა დგინდება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ხარვეზის შევსების ვადის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ვადას ერთპიროვნულად ადგენს განცხადების/საჩივრის მიმღები პირი.

ხარვეზის შევსების შემთხვევაში კომისიის მდივანი, კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სარეგისტრაციო ჟურნალში წერს „შევსებულია“ და უთითებს ხარვეზის შევსების ზუსტ დროსა და თარიღს. ჩანაწერის გასწვრივ ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი ხელმძღვანელი პირი.

ყურადღება!

დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

(საარჩევნო კოდექსი - მუხლი 72.3; მუხლი 73.3; მუხლი 74.5; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №8/2012 დადგენილება)

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/კომისია ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. განცხადებაში/საჩივარში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივანი წერს „დარღვევა აღმოფხვრილია“ და უთითებს ზუსტ დროს.

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საარჩევნო უბნის გახსნიდან (07:00 საათიდან) ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე გამოვლენილი დარღვევები დაუყოვნებლივ გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად).

იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ/კომისიამ არ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა მოახდინოს რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე, რომელიც ეხება ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევებს, დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ან იმავე სადამკვირვებლო ორგანიზაციის სხვა დამკვირვებელს/საარჩევნო სუბიექტის სხვა წარმომადგენელს უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედება 2 დღის ვადაში გაასაჩივროს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს მიღებიდან 2 დღის ვადაში).

წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ:

← განცხადება/საჩივარი შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

← განცხადებაში/საჩივარში არ არის აღნიშნული დარღვევის არსი და ჩადენის დრო;

← განცხადება/საჩივარი შეტანილი იქნა კანონით დადგენილი ვადისა და წესის დარღვევით;

← დადგენილ ვადაში არ შეივსო წარდგენილი განცხადების/საჩივრის ხარვეზი.

დანართი №1

საუბნო საარჩევნო კომისიაში წარსადგენი განცხადების/საჩივრის რეკვიზიტები

განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

← განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო*;

← განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

← საარჩევნო უბნის ნომერი*;

← მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი*;

← დარღვევის არსი და ჩადენის დრო**;

← დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა**;

← დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)**;

← განმცხადებლის/მომჩივნის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი***;

← განმცხადებლის/მომჩივნის ფაქსის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში)***;[1]

← სხვა დამატებითი ინფორმაცია.

დანართი №2

№ „……“…………………… საარჩევნო ოლქი

№ „……“……………………. საუბნო საარჩევნო კომისია

ცნობა

განცხადების/საჩივრის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარების შესახებ

განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი: ...........................................................................................................

განცხადების/საჩივრის მიღების დრო: .................................................................................................................

განცხადების/საჩივრის სარეგისტრაციო ნომერი: ...............................................................................................

კომისიის მდივანი: ....................................

/ხელმოწერა/

დანართი №3

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის

უფლებამოსილებანი

1. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:

▪ იწვევთ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

▪ უძღვებით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას.

1. ადმინისტრაციული ფუნქციები:

▪ უფლება გაქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალება მისცეთ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს და კომისიის სხვა წევრებს;

▪ უფლება გაქვთ, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეთ განკარგულება;

▪ იღებთ და თქვენი რეზოლუციით ანაწილებთ საუბნო საარჩევნო კომისიაში შემოსულ საარჩევნო საბუთებს და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შემოსულ კორესპონდენციას;

▪ პასუხისმგებელი ხართ საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციის, ინვენტარის და სხვა მასალების მიღებისთვის, შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის.

▪ საჯაროობის უზრუნველსაყოფად გაითვალისწინეთ, რომ საარჩევნო უბანზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

□ საუბნო საარჩევნო კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრები და სხვა რეკვიზიტები;

□ საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობას;

□ საუბნო საარჩევნო კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები;

□ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები (კედლის სია ფოტოსურათების გარეშე), ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები.

ყურადღება!

▪ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეორე დღისა გადმოგეცემათ დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი ვერსია − სამაგიდო სია და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია − კედლის სია).

▪ საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული კედლის სიის თავდაპირველი ვერსია უნდა ჩამოხსნათ და იმავე ადგილას დაზუსტებული ვერსია გამოაკრათ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

კენჭისყრის წინა დღეს

(18 მაისი)

1. კენჭისყრის შენობის მოწყობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:

▪ პასუხისმგებლობა გეკისრებათ კენჭისყრის შენობის მოწყობისათვის. გაითვალისწინეთ:

□ კენჭისყრის შენობაში ყოველი 500 ამომრჩევლისთვის უნდა მოეწყოს არანაკლებ ერთი კენჭისყრის კაბინა, სადაც უნდა იყოს საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერი (საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს შშმ ამომრჩევლებისთვის ადაპტირებული კენჭისყრის კაბინა);

□ უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის და განთავსდეს მაგიდები (არანაკლებ ერთი რეგისტრატორის მაგიდა ყოველ 300 ამომრჩეველზე) რეგისტრატორთა რაოდენობის შესაბამისად;

□ თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიდგას ძირითადი საარჩევნო ყუთი და მასზე დასამონტაჟებელი ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატი;

□ ძირითად საარჩევნო ყუთთან ახლოს უნდა დაიდგას მაგიდა სპეციალური ჩარჩო-კონვერტებისთვის;

□ უნდა გამოიყოს ადგილი ფოტოვიდეოგადაღებისთვის (მიზანშეწონილია გამოიკრას წარწერა - ფოტოვიდეოგადაღების ადგილი).

▪ კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკრული უნდა იყოს:

□ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

□ ამომრჩეველთა სპეციალური სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

□ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (კედლის სია);

□ კანდიდატთა სია;

□ ხმის მიცემის ინსტრუქცია და ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

□ ამონარიდი ცესკოს დადგენილებიდან, თუ რა შემთხვევაშია საარჩევნო ბიულეტენი ბათილი;

□ კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი;

□ თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება აღნიშნულის შესახებ კენჭისყრის შენობასა და ფარული კენჭისყრის კაბინებში.

2. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებანი:

გახსოვდეთ: კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა საოლქო საარჩევნო კომისიისგან უნდა მიიღოთ საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური ჩარჩო-კონვერტები (ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებისთვის). მიღებისას შეადარეთ გადმოცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილ მონაცემებს. გადაამოწმეთ, რომ საარჩევნო ბიულეტენებზე მითითებული იყოს თქვენი საარჩევნო უბნისა და საარჩევნო ოლქის ნომრები.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

კენჭისყრის დღეს

(19 მაისი)

07:00-08:00 საათი

□ 07:00 საათზე გახსენით საარჩევნო უბანი, ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნის გახსნისა და კომისიის წევრთა კვორუმის (7 წევრი) თაობაზე.

____________________________________________________________________________________________________

□ გადაეცით კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და სადემონსტრაციო ოქმი (იკვრება თვალსაჩინო ადგილას).

____________________________________________________________________________________________________

□ შეამოწმეთ კენჭისყრის შენობაში მყოფი უფლებამოსილი პირების ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელი სამკერდე ნიშნები (ძალაშია პირადობის მოწმობასთან/პასპორტთან ერთად). გახსოვდეთ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირებს.

____________________________________________________________________________________________________

□ ყველას დასანახად შეამოწმეთ იმ პაკეტების მთლიანობა, რომლებშიც მოთავსებულია კომისიის სპეციალური ბეჭედი და გახსენით. კომისიის მდივანს ბეჭდის ნომერი შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე.

____________________________________________________________________________________________________

□ წილისყრის ჩატარებამდე შეადარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელი ფუნქციების რაოდენობას.

____________________________________________________________________________________________________

□ ჩაატარეთ წილისყრა კომისიის წევრებს შორის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად (წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები).

გახსოვდეთ, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას.

გახსოვდეთ, რომ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები.

____________________________________________________________________________________________________

□ ჩაატარეთ მორიგი წილისყრა კომისიის წევრთა შორის დარჩენილი ფუნქციების (ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრები) გასანაწილებლად. კომისიის მდივანს წილისყრის შედეგები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

____________________________________________________________________________________________________

□ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველობას ვერ ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ამ ფუნქციის შესრულება დაავალეთ კომისიის ერთ-ერთ წევრს.

____________________________________________________________________________________________________

□ თუ კომისიის რომელიმე წევრი კომისიაში წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხი გადაწყვიტეთ საჭიროებიდან გამომდინარე.

____________________________________________________________________________________________________

□ გამოაცხადეთ ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კომისიის მდივანს მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში (სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ).

____________________________________________________________________________________________________

□ გამოაცხადეთ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. კომისიის მდივანს მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა შეაქვს სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე.

____________________________________________________________________________________________________

□ თითოეულ ამომრჩეველთა რეგისტრატორს გადაეცით: 300-ამომრჩევლიანი სია (ამომრჩეველთა სპეციალური სია გადაეცით ერთ-ერთ რეგისტრატორს), 50 ცალად შეფუთული საარჩევნო ბიულეტენების თითო შეკვრა, სპეციალური ჩარჩო-კონვერტები ძირითადი საარჩევნო ყუთისთვის, მარკირების სითხე, საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერი (ამომრჩეველისთვის საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის განმარტების პროცესში საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ საცდელი წრის გაფერადების/მონიშვნის მიზნით), რეგისტრატორის სპეციალური სახაზავი.

გაითვალისწინეთ!

✓ რეგისტრატორებმა უნდა გადაამოწმონ შეკვრაში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სიზუსტე, რის შემდეგაც რეგისტრატორებთან ერთად ხელი უნდა მოაწეროთ მიღება-ჩაბარების აქტზე.

✓ ერთ-ერთი რეგისტრატორის მაგიდაზე განათავსეთ გამადიდებელი ლინზა მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის და სპეციალური ჩარჩო უსინათლო ამომრჩევლებისთვის.

____________________________________________________________________________________________________

□ ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელს გადაეცით მარკირების შესამოწმებელი ულტრაიისფერი ფარანი.

____________________________________________________________________________________________________

□ საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველ კომისიის წევრს მიუთითეთ დაიკავოს ადგილი ძირითად საარჩევნო ყუთსა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატთან.

____________________________________________________________________________________________________

08:00 საათიდან

□ საარჩევნო უბანზე მოსვლისას პირველი ამომრჩეველი გადის რეგისტრაციას და იღებს საარჩევნო ბიულეტენს. ამის შემდეგ პირველ ამომრჩეველთან ერთად შეამოწმეთ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები და დალუქეთ ისინი. დალუქვამდე თქვენ და პირველი ამომრჩეველი უნდა დარწმუნდეთ, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელია.

ძირითადი საარჩევნო ყუთი დალუქეთ იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მასზე დამონტაჟებული ხმის მიცემის და დათვლის აპარატის მოხსნა. დალუქვის შემდეგ, ხმის მიცემის და დათვლის აპარატიდან ამობეჭდეთ დასტური, რომ იმ დროისთვის არცერთ ამომრჩეველს ხმა არ მიუცია აღნიშნული აპარატის საშუალებით და ამონაბეჭდი გადაეცით კომისიის მდივანს შენახვის მიზნით.

კომისიის მდივანს ყუთების ლუქების ნომრები, დალუქვის ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე. პირველმა ამომრჩეველმა ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ დაილუქა ცარიელი ყუთები და იმ მომენტისათვის ხმის მიცემისა და დათვლის აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა.

______________________________________________________________________________________________

□ პირველი ამომრჩევლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტელეფონით შეატყობინეთ საოლქო საარჩევნო კომისიას ძირითადი საარჩევნო ყუთის და გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დალუქვისა და კენჭისყრის დაწყების შესახებ.

____________________________________________________________________________________________________

ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას გაითვალისწინეთ:

▪ თუ მარკირების შესამოწმებელმა სპეციალურმა ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. კომისიის მდივანს ამომრჩევლის ვინაობა შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

▪ ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს, თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც.

▪ თუ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამომრჩევლის სახე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, მან უნდა მოგმართოთ თქვენ აღნიშნული შეუსაბამობის დადასტურების თაობაზე.

თუ დაადასტურებთ შეუსაბამობას, მიუთითეთ კომისიის მდივანს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით). ეს ჩანაწერი კომისიის მდივანთან ერთად დაასტურეთ ხელმოწერებით. კომისიის მდივანმა ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოს მისი ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი.

თუ არ დაადასტურებთ შეუსაბამობას, ამომრჩეველთა რეგისტრატორს უფლება აქვს, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში ჩაწეროს თავისი განსაკუთრებული აზრი. კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში უნდა გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით). ეს ჩანაწერი რეგისტრატორმა და კომისიის მდივანმა უნდა დაადასტურონ ხელმოწერებით. კომისიის მდივანმა კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოს მისი ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი.

ზემოაღნიშნული პროცედურების შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მიეცით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

▪ თუ ამომრჩეველი უარს აცხადებს მარკირების პროცედურის გავლაზე, არ მისცეთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

▪ თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიეთითოს, ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, მიუთითეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, აღნიშნულის თაობაზე დაწეროს ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელის, გვარის და ამომრჩეველთა სიაში მისი რიგითი ნომრის მითითებით).

▪ თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, მიეცით მითითება ამომრჩეველთა რეგისტრატორს, რომ ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი ახლით. გაფუჭებულ ბიულეტენს/სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოაჭერით კუთხე, დააწერეთ „გაფუჭებულია“, ხელი მოაწერეთ და ცალკე შეინახეთ.

▪ თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება და სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში მოთავსება, ყურადღება მიაქციეთ, რომ კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად არ იქნეს მიწვეული საარჩევნო კომისიის წევრი, კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი და დამკვირვებელი. ამომრჩევლისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ პირს, გარდა ზემოთ აღნიშნული პირებისა.

▪ თუ ამომრჩეველი ფიზიკური მდგომარეობის გამო (ზედა კიდურების არქონა) ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, ამ შემთხვევაში შეახსენეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, რომ ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გადაცემისას შესაბამისი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გააკეთოს ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნული ჩანაწერი ხელმოწერით დაადასტუროს.

▪ ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“, კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.

▪ თუ სპეციალური ჩარჩო-კონვერტის ზედამხედველი თვალყურს არ ადევნებს ამომრჩევლის მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე მოთავსებას და არ უზრუნველყოფს უკვე გამოყენებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტების გადაცემას რეგისტრატორებისათვის. შეახსენეთ მას დროულად განახორციელოს აღნიშნული ქმედება, რათა არ შეფერხდეს კენჭისყრის პროცესი.

▪ თუ ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალურმა აპარატმა უკან დააბრუნა საარჩევნო ბიულეტენი და აღმოჩნდა, რომ ბიულეტენი არის დაუდგენელი ნიმუშის, აღნიშნული გადაიდეთ ცალკე და არ დაამატოთ გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას. თუ აღმოჩნდა, რომ სპეციალური აპარატის მიერ უკან დაბრუნებული ბიულეტენი არის სხვა უბნისთვის განკუთვნილი, ასეთ შემთხვევაშიც აღნიშნული ბიულეტენი არ დაამატოთ გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას, გადაიდეთ ცალკე და მისი რაოდენობა აცნობეთ კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში აღნიშვნის მიზნით.

▪ იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატით კენჭისყრის პროცესი მიიღეთ გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

▪ თუ შეუძლებელი გახდა ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატით კენჭისყრის გაგრძელება, ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე შეადგინეთ აქტი. კომისიის მდივანს შესაბამისი ჩანაწერი შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე.

▪ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების მიზნით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, გაჭერით ძირითადი საარჩევნო ყუთის სპეციალურ ჭრილი, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში.

____________________________________________________________________________________________________

09:00 საათიდან

□ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის ჩატარება დაავალეთ წილისყრით გამოვლენილ კომისიის 2 წევრს და გადაეცით მათ:

□ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;

□ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენები;

□ სპეციალური ჩარჩო-კონვერტები გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის;

□ საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერები;

□ დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი;

□ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი (გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი ილუქება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის დასრულების შემდგომ).

კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისთვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობა, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.

____________________________________________________________________________________________________

10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათზე

სთხოვეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, კენჭისყრის პროცესისთვის ხელისშეუშლელად, გადაითვალონ მათ ხელთ არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა (თქვენთვის გადმოცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის ჩათვლით) და ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა. გადაამოწმეთ მონაცემთა სისწორე შემდეგი ფორმულით:

[pic]

თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, ამომრჩეველთა რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ უნდა დაწეროს ახსნა-განმარტება, ხოლო მასში ასახული მონაცემები უნდა გაითვალისწინოთ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას.

რეკომენდებულია!

ზემოაღნიშნულ მონაცემთა სისწორის გადამოწმება ასევე განახორციელოთ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში.

დააჯამეთ თითოეული რეგისტრატორისგან 10:00, 12:00, 15:00, 17:00 საათზე მიღებული ხელმოწერების რაოდენობა მათ მიერ დაწერილი ახსნა-განმარტებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით და მონაცემი დაუყოვნებლივ გააგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms-ით) საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ ნომერზე.

12:00 და 17:00 საათზე ამომრჩეველთა სიებში დათვლილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

____________________________________________________________________________________________________

20:00 საათამდე

გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 20 საათისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნებისთანავე მიუთითეთ კომისიის მდივანს შეამოწმოს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინეთ კენჭისყრის შედეგები შემაჯამებელი ოქმის შევსებისას.

გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭერით კუთხე, დააწერეთ გაფუჭებულია და ხელი მოაწერეთ. კომისიის მდივანს, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

____________________________________________________________________________________________________

20:00 საათიდან ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე

□ 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულებულად გამოაცხადეთ. დაავალეთ კომისიის ერთ-ერთ წევრს, დაითვალოს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღრიცხოს მათი გვარები და სახელები. კომისიის მდივანს რიგში მდგომი ამომრჩევლების რაოდენობა შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე. როგორც კი ბოლო ამომრჩეველი მისცემს ხმას, კენჭისყრა დასრულებულად გამოაცხადეთ და დახურეთ საარჩევნო უბნის კარი.

უზრუნველყავით, რომ ყველა პირმა, ხმების დათვლისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების გარდა, დატოვოს საარჩევნო უბანი.

________________________________________________________________________________________________

□ მიუთითეთ კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 26-ე გვერდზე შეიტანოს ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების მონაცემები.

________________________________________________________________________________________________

□ შეამოწმეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ლუქების მთლიანობა.

____________________________________________________________________________________________________

□ თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენები ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით მოათავსეთ ძირითად საარჩევნო ყუთში იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა.

ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ ძირითად საარჩევნო ყუთში სპეციალური ჭრილის საშუალებით იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა და დალუქეთ ძირითადი საარჩევნო ყუთის სპეციალური ჭრილი.

გაითვალისწინეთ!

თუ გადასატან საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სხვა უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი, გადაიდეთ ცალკე. სხვა უბნისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი დაამატეთ ძირითად საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ ასეთივე საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას (ასეთის არსებობისას) და მონაცემები აცნობეთ კომისიის მდივანს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში აღნიშვნის მიზნით.

____________________________________________________________________________________________________

□ გადასატანი საარჩევნო ყუთის ბიულეტენების ძირითად ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის მიცემის და დათვლის აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე, აპარატიდან ამობეჭდეთ წინასწარი შედეგების შესახებ საინფორმაციო ფურცელი, რომლის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოთ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო საინფორმაციო ფურცელი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შესანახად გადაეცით კომისიის მდივანს. ________________________________________________________________________________________________

□ მნიშვნელოვანია, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ, წილისყრის ჩატარებამდე, დაავალოთ ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს, გადათვალონ მათ ხელთ არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და მათ ხელთ არსებულ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა (მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით). გადაამოწმეთ მონაცემთა სისწორე შემდეგი ფორმულით:

[pic]

თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, დაავალეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, ხელახლა გადაითვალოს და დააზუსტოს რაოდენობები. თუ მონაცემებს შორის სხვაობა კვლავ გამოვლინდა, სთხოვეთ ამომრჩეველთა რეგისტრატორს, დაწეროს ახსნა-განმარტება, ხოლო მასში ასახული მონაცემები გაითვალისწინეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას.

________________________________________________________________________________________________

□ ზემოთ აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ დაავალეთ რეგისტრატორებს დაითვალონ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული მონაცემები (ქალების რაოდენობა) ყველა სახის სიაში. მონაცემები მიაწოდეთ საოლქო საარჩევნო კომისიას.

___________________________________________________________________________________________________

□ ხმის დათვლის პროცედურის დაწყების მიზნით, კომისიის წევრებს შორის ჩაატარეთ წილისყრა ოთხი მთვლელის გამოსავლენად. კომისიის მდივანს წილისყრის შედეგები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

____________________________________________________________________________________________________

□ ჩაატარეთ წილისყრა საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან არაუმეტეს 2 წარმომადგენლის გამოსავლენად, რომლებიც მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. გახსოვდეთ, წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც არიან წილისყრით გამოვლენილი მთვლელები. კომისიის მდივანს წილისყრის შედეგები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

____________________________________________________________________________________________________

□ თუ დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით ვერ შეარჩევენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურე პირებს, დამკვირვებელთა შორის ჩაატარეთ წილისყრა 2 მეთვალყურის გამოსავლენად. კომისიის მდივანს შესაბამისი მონაცემები შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

____________________________________________________________________________________________________

□ მიუთითეთ მთვლელებს, დაითვალონ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ამომრჩეველთა სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომისიის მდივანს მთვლელების მიერ დათვლილი ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა, ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და სადემონსტრაციო ოქმში.

____________________________________________________________________________________________________

□ მიუთითეთ კომისიის მდივანს, ცალ-ცალკე პაკეტებში ჩაალაგოს ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამაგიდო ვერსიები, გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტენები. კომისიის მდივანმა პაკეტში მოთავსებამდე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს უნდა ჩამოაჭრას კუთხე.

____________________________________________________________________________________________________

□ მიუთითეთ მთვლელებს ცალ-ცალკე დალუქონ ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების სამაგიდო ვერსიები, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების პაკეტები.

დალუქვის ზოლზე ხელი მოაწერეთ მთვლელებთან ერთად. პაკეტზე მიუთითეთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო დოკუმენტაციის სახე.

____________________________________________________________________________________________________

ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსება

□ მოაწყვეთ უბანი ხმების დასათვლელად.

____________________________________________________________________________________________________

□ შეამოწმეთ ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქების მთლიანობა.

____________________________________________________________________________________________________

□ თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მიუთითეთ მთვლელებს დაითვალონ და შეამოწმონ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ ძირითადი საარჩევნო ყუთის ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების სპეციალურ სექციაში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენები (იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში ქვეთავი „ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება“).

გაითვალისწინეთ!

აპარატის მიერ რომელიმე საარჩევნო ბიულეტენის ბათილი საარჩევნო ბიულეტენებისათვის სწორად მიკუთვნების თაობაზე ეჭვის არსებობისას, ასეთი ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს განიხილავს კომისია. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

___________________________________________________________________________________________________

□ ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული აპარატის მიერ საარჩევნო ყუთის ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების სპეციალურ სექციაში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენების შემოწმებისა და დათვილის პროცედურის დასრულების შემდეგ, მიუთითეთ მთვლელებს მაგიდაზე მოათავსონ ძირითად საარჩევნო ყუთში არსებული სხვა საარჩევნო ბიულეტენები და დაიწყონ დახარისხება (იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში ქვეთავი „ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება“).

გაითვალისწინეთ!

ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მიერ რომელიმე საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილი ბიულეტენებისთვის სწორად მიკუთვნების თაობაზე ეჭვის არსებობისას, ასეთი ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს განიხილავს კომისია. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

____________________________________________________________________________________________________

□ მიუთითეთ მთვლელებს, დაითვალონ ბათილი საარჩევნო ბიულეტენები და თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმები/საარჩევნო ბიულეტენები (სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები (ასეთის არსებობისას) ცალკე პაკეტად იკვრება, მათი რაოდენობა არ მიეთითება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში და აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).

____________________________________________________________________________________________________

□ გამოაცხადეთ თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და კომისიის მდივანთან ერთად შეამოწმეთ მონაცემების სისწორე. კომისიის მდივანმა მიღებული შედეგები უნდა შეიტანოს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

____________________________________________________________________________________________________

□ მიუთითეთ მთვლელებს, შეკრან და დალუქონ: ბათილი საარჩევნო ბიულეტენები (ცალკე ილუქება სხვა საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), თითოეული კანდიდატის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენები.

თითოეული კანდიდატის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე მიუთითეთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, კანდიდატის მონაცემები (სახელი და გვარი) და საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

ბათილი საარჩევნო ბიულეტენების პაკეტზე უნდა მიეთითოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახეობა და რაოდენობა.

პაკეტების დალუქვის ზოლზე ხელი მოაწერეთ მთვლელებთან ერთად.

____________________________________________________________________________________________________

□ კომისიის მდივანი თქვენთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები.

კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანზე. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა დაამოწმოთ კომისიის სპეციალური ბეჭდით.

კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს რეგისტრაციაში ატარებს სარეგისტრაციო ჟურნალში გასული დოკუმენტაციის ნაწილში.

გაითვალისწინეთ!

აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და შესწორების ოქმის შედგენის წესი იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში ქვეთავი „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა“.

____________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლების გაცემისას (მოთხოვნის შემთხვევაში) კომისიის მდივანთან ერთად ხელი მოაწერეთ და დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით. ფოტოასლის მიმღები პირი ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს მის მიღებას.

გაითვალისწინეთ!

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.

____________________________________________________________________________________________________

□ ცალ-ცალკე პაკეტებად დალუქეთ კომისიის სპეციალური ბეჭედი (კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქულ პაკეტს კომისიის ყველა წევრი აწერს ხელს); კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და მასთან ერთად განცხადებები/საჩივრები და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატიდან ამონაბეჭდები (დასტური, რომ ყუთების დალუქვამდე ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ და წინასწარი შედეგების საინფორმაციო ფურცელი).

გახსოვდეთ! სარეგისტრაციო ჟურნალი და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი არ ილუქება.

____________________________________________________________________________________________________

□ დალუქული საარჩევნო დოკუმენტაცია დიდ ყუთში/ტომარაში მოათავსეთ და მიიტანეთ საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყუთისგან/ტომრისგან განცალკევებით წაიღეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, შესწორების ოქმთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სარეგისტრაციო ჟურნალი, კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქულ კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია განცხადებები/საჩივრები (ასეთის არსებობისას) და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატიდან ამონაბეჭდები (დასტური, რომ ყუთების დალუქვამდე ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ და წინასწარი შედეგების საინფორმაციო ფურცელი).

გაითვალისწინეთ!

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია განცხადებაზე/საჩივარზე (ასეთის არსებობისას) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და აღმოფხვრას არსებული დარღვევა.

კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებები დეტალურად იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის IV ნაწილში.

დანართი №4

საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს

(19 მაისი)

07:00-08:00 საათი

□ საარჩევნო უბნის გახსნისას კომისიის თავმჯდომარისგან მიიღეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და სადემონსტრაციო ოქმი. კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილას გამოაკარით.

___________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის პირველ გვერდზე შეიტანეთ საარჩევნო უბნის გახსნისას კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი და გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით დაამოწმებინეთ მათ.

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მეორე ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მე-10 და მომდევნო გვერდებზე შეიტანეთ საარჩევნო უბნის გახსნის შემდგომ კენჭისყრის შენობაში გამოცხადებული კომისიის წევრის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მონაცემები, მათი საარჩევნო უბანში შემოსვლის დროის მითითებით და ხელმოწერით დაამოწმებინეთ მათ.

___________________________________________________________________________________________________

□ კომისიის თავმჯდომარის მიერ კომისიის სპეციალური ბეჭდის დალუქული პაკეტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული ბეჭდის ნომერი მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-9 გვერდზე.

___________________________________________________________________________________________________

□ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გასანაწილებლად ჩატარებული წილისყრის შედეგები შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე.

გაითვალისწინეთ!

✓ თუ კომისიის წევრი უარს განაცხადებს წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, მისი მონაცემები უნდა შეიტანოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 25-ე გვერდზე.

✓ კომისიის წევრთა წილისყრით დადგენილი ფუნქციების სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა შეიტანოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე.

___________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე შეიტანეთ საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველის შესახებ ინფორმაცია (აპარატის ზედამხედველი ხელმოწერით ადასტურებს ფუნქციის შესრულებას).

___________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში შეიტანეთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არსებული ამომრჩეველების რაოდენობა. სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში შეიტანება კენჭისყრის დასრულების შემდგომ.

___________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში შეიტანეთ მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

___________________________________________________________________________________________________

08:00 საათიდან

□ პირველ ამომრჩეველს რეგისტრაციის გავლისა და საარჩევნო ბიულეტენის მიღების შემდგომ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეიტანეთ ყუთების ლუქების ნომრები, ყუთების დალუქვის ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). ამომრჩეველს სთხოვეთ ხელმოწერით დაადასტუროს, რომ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები დალუქვამდე იყო ცარიელი.

___________________________________________________________________________________________________

□ შეინახეთ თავმჯდომარის მიერ გადმოცემული ხმის მიცემის და დათვლის აპარატიდან ამობეჭდილი დასტური, რომ იმ დროისთვის ამომრჩევლებს ხმა არ მიუციათ.

ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას გაითვალისწინეთ:

✓ თუ მარკირების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მისი ვინაობა უნდა მიუთითოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

✓ თუ ამომრჩევლის სახე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 29-31 გვერდებზე უნდა შეიტანოთ შესაბამისი მონაცემები და დაადასტუროთ ხელმოწერით. ჩანაწერთა წიგნს უნდა დაურთოთ თქვენ მიერ ხელმოწერით დადასტურებული ამომრჩევლის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი.

✓ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე.

_______________________________________________________________________________________________________

09:00 საათიდან

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე აღნიშნეთ, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური ჩარჩო-კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრებს, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა და მიუთითეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბნიდან წაღების დრო.

_______________________________________________________________________________________________________

12:00 საათი

□ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრატორების მიერ დათვლილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა შეიტანეთ ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

_______________________________________________________________________________________________________

17:00 საათი

□ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრატორების მიერ დათვლილი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა შეიტანეთ ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში.

_______________________________________________________________________________________________________

20:00 საათამდე

□ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნებისთანავე შეამოწმეთ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული ხელმოწერების, გამოუყენებელი ან/და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებმა კომისიის წევრებმა უნდა დაწერონ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. ახსნა-განმარტებაში ასახული მონაცემები გაითვალისწინეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსებისას.

კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე შეიტანეთ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, ასევე საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთის დაბრუნების დრო.

20:00 საათიდან ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე მიუთითეთ 20:00 საათისთვის რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

___________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 26-ე გვერდზე შეიტანეთ ხმების დათვლის დროს კენჭისყრის შენობაში მყოფი კომისიის ყველა წევრის სახელი და გვარი (მათი ამრჩევი/დამნიშნავი სუბიექტების მითითებით), ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა სხვა პირის სახელი, გვარი (მათი წარმდგენი ორგანიზაციის ან საარჩევნო სუბიექტის მითითებით) და ხელმოწერით დაამოწმებინეთ მათ.

___________________________________________________________________________________________________

□ გადასატანი საარჩევნო ყუთის საარჩევნო ბიულეტენების ძირითად ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, შეინახეთ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების შესახებ საინფორმაციო ფურცელი.

___________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე აღნიშნეთ:

□ კომისიის წევრებს შორის მთვლელების ფუნქციების წილისყრით გადანაწილების შედეგები;

□ წილისყრით გამოვლენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაცემები, რომლებიც მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში;

□ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის მეთვალყურეობისათვის დამკვირვებელთაგან გამოვლენილი მეთვალყურეების მონაცემები.

გაითვალისწინეთ!

თუ კომისიის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი უარს განაცხადებს წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, მისი მონაცემები უნდა შეიტანოთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 25-ე გვერდზე.

___________________________________________________________________________________________________

□ მთვლელების მიერ დათვლილი ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა, ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე ამომრჩეველთა რაოდენობა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-6 გვერდზე და სადემონსტრაციო ოქმში.

___________________________________________________________________________________________________

□ ცალ-ცალკე პაკეტებში ჩაალაგეთ ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამაგიდო ვერსიები, გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები. პაკეტში მოთავსებამდე გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს ჩამოაჭერით კუთხე.

__________________________________________________________________________________________________

□ აღრიცხეთ იმ შემთხვევების რაოდენობა, რომლებიც ეხება ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში/ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შეუსაბამობას. აღნიშნული მონაცემი, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლის რაოდენობა შეიტანეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 31-ე გვერდზე. დალუქეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი. დალუქულ პაკეტზე მიუთითეთ საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, დოკუმენტის სახეობა და დალუქვის ზოლზე მოაწერეთ ხელი.

ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

___________________________________________________________________________________________________

□ მთვლელების მიერ ბათილი საარჩევნო ბიულეტენებისა და კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობების დათვლის შემდგომ, კომისიის თავმჯდომარესთან ერთად შეამოწმეთ მონაცემების სისწორე. მიღებული შედეგები მიუთითეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მე-6 გვერდზე და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში (სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში).

___________________________________________________________________________________________________

□ კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეავსეთ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამომრჩეველთა რეგისტრატორების ახსნა-განმარტებებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული მონაცემები.

კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანზე. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა დაამოწმოთ კომისიის სპეციალური ბეჭდით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმი გაატარეთ რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ჟურნალის გასული დოკუმენტაციის ნაწილში.

გაითვალისწინეთ! აკრძალულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება.

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და შესწორების ოქმის შედგენის წესი იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციაში ქვეთავი „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა“.

____________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლების გაცემისას (მოთხოვნის შემთხვევაში) კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ხელი მოაწერეთ და დაამოწმეთ კომისიის სპეციალური ბეჭდით. გაცემული ფოტოასლები გაატარეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში. მიმღებ პირს ხელმოწერით დაადასტურებინეთ შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლის მიღება.

გაითვალისწინეთ! კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან/შესწორების ოქმთან დაკავშირებული კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.

___________________________________________________________________________________________________

□ კენჭისყრის შედეგების შეჯამებელი ოქმის შედგენისა და ფოტოასლების გაცემის შემდეგ დახურეთ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი და სარეგისტრაციო ჟურნალი, დაამოწმეთ თქვენი და კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერებით და საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

___________________________________________________________________________________________________

გაითვალისწინეთ!

სარეგისტრაციო ჟურნალში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 21-ე - 24-ე გვერდებზე რეგისტრაციაში უნდა გაატაროთ კენჭისყრის დღეს შემოსული ყველა განცხადება/საჩივარი და განმცხადებელ/მომჩივანს გადასცეთ ცნობა, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. ცნობა უნდა დაადასტუროთ ხელმოწერით.

კენჭისყრის დღის განცხადებასთან/საჩივართან დაკავშირებით კომისიის მდივნის მიერ განსახორციელებელი უფლებამოსილებები დეტალურად იხილეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის IV ნაწილში.

დანართი №5

ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები

▪ არეგულირეთ საარჩევნო უბანში შემოსული ამომრჩეველთა ნაკადი.

▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

▪ ულტრაიისფერი ფარნით შეამოწმეთ, აქვს თუ არა ამომრჩეველს მარკირება, და მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აქვს, მიეცით მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

▪ თვალყური ადევნეთ, რამდენი ამომრჩეველი დგას ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი დგას, დროებით შეაყოვნეთ კენჭისყრის შენობაში მორიგი ამომრჩევლის შესვლა.

▪ მიუთითეთ ამომრჩეველს, მივიდეს იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო.

გაითვალისწინეთ!

✓ თუ ამომრჩეველს არ აღმოაჩნდება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, აუხსენით მას, რომ იგი ვერ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, და სთხოვეთ, დატოვოს საარჩევნო უბანი.

✓ თუ ულტრაიისფერი ფარნით მარკირების შემოწმებისას გამოვლინდება, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩევლის ვინაობა აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს. სთხოვეთ ამომრჩეველს, დატოვოს საარჩევნო უბანი.

✓ ამომრჩეველი, რომელიც „ფიზიკური მდგომარეობის“, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას არ გადის მარკირების შემოწმებისა და მარკირების პროცედურებს.

დანართი №6

ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები

▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

▪ შეამოწმეთ, არის თუ არა ამომრჩეველი შეყვანილი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში და შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი ამომრჩეველთა სიაში არსებულ ნომერს.

▪ შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და ამომრჩეველთა სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობა.

გაითვალისწინეთ!

✓ თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან, სქესთან და ფოტოსურათთან ერთად, სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც, ამომრჩეველი იღებს მონაწილეობს კენჭისყრაში.

✓ თუ ამომრჩევლის სახეს და წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში/ამომრჩეველთა სიაში არსებულ ფოტოსურათს ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნევთ, აღნიშნული შეუსაბამობის დადასტურების თაობაზე მიმართეთ კომისიის თავმჯდომარეს და დაელოდეთ მის მითითებებს. თუ კომისიის თავმჯდომარე შეუსაბამობას არ დაადასტურებს, უფლება გაქვთ, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში მიუთითოთ თქვენი განსაკუთრებული აზრი, რასაც კომისიის მდივანთან ერთად ამოწმებთ ხელმოწერით. ამომრჩევლის სახის წარდგენილ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში/ ამომრჩეველთა სიაში არსებულ ფოტოსურათთან შეუსაბამოდ მიჩნევის მიუხედავად, ამომრჩეველი იღებს მონაწილეობს კენჭისყრაში.

▪ ამომრჩეველს გაუკეთეთ მარკირება მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე, თუ აღნიშნული მოქმედების შესრულება შეუძლებელია - მარჯვენა ხელის სხვა თითებზე, ხოლო თუ ესეც შეუძლებელია, იმავე წესით მარცხენა ხელზე.

გაითვალისწინეთ! თუ ამომრჩეველი უარს აცხადებს მარკირებაზე, მას არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და არ უნდა გადასცეთ საარჩევნო ბიულეტენი.

▪ ხელი მოაწერეთ ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში ამომრჩევლის გვარის გასწვრივ.

▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის მიღება.

გაითვალისწინეთ! თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიუთითოთ ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელის, გვარის და სიაში მისი რიგითი ნომრის აღნიშვნით).

▪ საარჩევნო ბიულეტენი სპეციალურ ჩარჩო-კონვერტთან ერთად გადაეცით ამომრჩეველს.

▪ ამომრჩეველს განუმარტეთ საარჩევნო ბიულეტენის შევსების და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესი:

✓ ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში არსებული სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე (ამომრჩეველს გადაეცით სპეციალური მარკერი და მიუთითეთ გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებული საცდელი წრე);

✓ მიუთითეთ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენზე არსებულ შესაბამის ნიშნულამდე.

გაითვალისწინეთ! თუ თქვენ ან ამომრჩეველს გაგიფუჭდებათ საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, ეს დაუყოვნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს და ამომრჩეველს გადაეცით ახალი საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური ჩარჩო-კონვერტი.

▪ მიუთითეთ ამომრჩეველს, შევიდეს კენჭისყრის კაბინაში.

გაითვალისწინეთ!

✓ თუ არ აღმოგაჩნდათ სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საჭირო რაოდენობა, მიმართეთ სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველ კომისიის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს მათი რაოდენობის შევსებას.

✓ ამომრჩეველი, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზედა კიდურების არქონის გამო ვერ ახერხებს ხმის მიცემის პროცედურების დამოუკიდებლად შესრულებას, არ გადის მარკირების პროცედურას. ამომრჩევლისათვის საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა ერთიანი სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ უნდა გააკეთოთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნული დაადასტუროთ ხელმოწერით.

✓ რეკომენდებულია 10:00, 12:00, 15:00 და 17:00 საათებზე, კენჭისყრის პროცესისთვის ხელისშეუშლელად, კომისიის თავმჯდომარის დავალებით გადაითვალოთ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების, თქვენ ხელთ არსებული გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და კომისიის თავმჯდომარისთვის გადაცემული გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობები და მონაცემები აცნობოთ კომისიის თავმჯდომარეს.

თუ მონაცემებს შორის სხვაობა გამოვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კვლავ უნდა განახორციელოთ მონაცემთა სისწორის გადამოწმება.

ზემოაღნიშნულ მონაცემთა სისწორის გადამოწმება ასევე უნდა განახორციელოთ ამომრჩეველთა რეგისტრატორის ფუნქციის დროებით გადაცემის შემთხვევაში.

✓ ამომრჩეველი, რომელსაც ერთიან სიაში მინიჭებული აქვს სტატუსი „იმყოფება უცხოეთში“ ან „საკონსულო აღრიცხვაზეა“ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს ზოგადი წესით.

დანართი №7

გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები

▪ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე.

▪ კენჭისყრის დღის 9 საათიდან კომისიის თავმჯდომარემ უნდა გადმოგცეთ:

✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის სია;

✓ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენები;

✓ საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური მარკერები;

✓ სპეციალური ჩარჩო-კონვერტები გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის;

✓ დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი;

✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილის ლუქი (გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი ილუქება გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის დასრულების შემდგომ).

▪ ამომრჩეველთან მისვლისას სთხოვეთ მას, წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

▪ შეადარეთ ამომრჩევლის პირადი ნომერი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებულ პირად ნომერს.

▪ შეამოწმეთ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში არსებული მონაცემების შესაბამისობა.

გაითვალისწინეთ! თუ ამომრჩეველთა შესაბამის სიაში საქართველოს მოქალაქის პირად ნომერთან და სქესთან ერთად, სრულად ემთხვევა სიაში არსებულ მონაცემთაგან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი) სამი მაინც, ამომრჩეველი იღებს მონაწილეობს კენჭისყრაში.

▪ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ხელმოწერით დაადასტურეთ საარჩევნო ბიულეტენის გაცემა.

▪ სთხოვეთ ამომრჩეველს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით დაადასტუროს საარჩევნო ბიულეტენის მიღება.

გაითვალისწინეთ! თუ კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ხელი მოაწერა სხვა ამომრჩევლის გვარის გასწვრივ არსებულ გრაფაში, ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველს, რომლის გვარის გასწვრივ ფიქსირდება ხელმოწერა, უნდა მიუთითოთ ხელი მოაწეროს იმავე გრაფაში. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე უნდა დაწეროთ ახსნა-განმარტება (ამომრჩევლის სახელის, გვარის და სიაში მისი რიგითი ნომრის აღნიშვნით).

▪ ამომრჩეველს გადაეცით საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური მარკერი და განუმარტეთ საარჩევნო ბიულეტენის შევსების და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესი. კერძოდ, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის გასწვრივ არსებული შესაბამისი წრე (ამომრჩეველს გადაეცით სპეციალური მარკერი და მიუთითეთ გააფერადოს/მონიშნოს საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებული საცდელი წრე) და შევსებული საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში საარჩევნო ბიულეტენზე არსებულ შესაბამის ნიშნულამდე.

▪ მიუთითეთ ამომრჩეველს გადასატან საარჩევნო ყუთში სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით მოათავსოს მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენი.

▪ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იმგვარად დალუქეთ, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.

▪ კენჭისყრის დღის არაუგვიანეს 20 საათისა გადასატანი საარჩევნო ყუთი დააბრუნეთ საარჩევნო უბანზე.

▪ კენჭისყრის შენობაში დაბრუნების შემდეგ კომისიის მდივანს გადაეცით გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური ჩარჩო-კონვერტები და კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გაითვალისწინეთ!

✓ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა მიმართ მარკირება არ გამოიყენება.

✓ თუ ამომრჩეველს ან გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველს შეუცვალოს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ახლით.

✓ თუ ამომრჩეველს არ შეუძლია საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსება, მას უფლება აქვს, დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა.

✓ „ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის შემთხვევაში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის გრაფაში „ამომრჩევლის ხელმოწერა“ გააკეთეთ ჩანაწერი „ფიზიკური მდგომარეობა“ და აღნიშნული ხელმოწერით დაადასტურეთ.

✓ „ფიზიკური მდგომარეობის“ მქონე ამომრჩევლის ნაცვლად მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა და დამკვირვებლისა) ამომრჩევლის თანდასწრებით ავსებს საარჩევნო ბიულეტენს და მას სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ათავსებს გადასატან საარჩევნო ყუთში.

✓ თუ დაირღვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ კომისიის თავმჯდომარეს, შეადგინეთ ახსნა-განმარტება მიზეზის მითითებით და ხელი მოაწერინეთ თანმხლებ პირებს.

დანართი N8

სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები

▪ უნდა აკონტროლოთ ამომრჩევლების მიერ სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე მოთავსება.

▪ სპეციალური ჩარჩო-კონვერტების საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე მოთავსების შემდეგ სთხოვეთ ამომრჩეველს, დატოვოს საარჩევნო უბანი.

▪ ყურადღება მიაქციეთ სპეციალური ჩარჩო-კონვერტების რაოდენობას ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებთან.

▪ უზრუნველყავით ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრებისთვის გამოყენებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტების მიწოდება.

დანართი №9

საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველი

კომისიის წევრის ფუნქციები

▪ მუდმივად უნდა იმყოფებოდეთ საარჩევნო ყუთთან.

▪ უნდა აკონტროლოთ საარჩევნო ყუთი და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატი.

▪ დარწმუნდით, რომ ამომრჩეველს ჩარჩო-კონვერტში მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი აქვს.

▪ განუმარტეთ ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენის ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში მოთავსების წესი.

▪ თუ ამომრჩეველი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ხმის მიცემის და დათვლის სპეციალურ აპარატში საარჩევნო ბიულეტენის მოთავსებას, დაეხმარეთ ამომრჩეველს.

ყურადღება!

▪ საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება.

▪ მიუთითეთ ამომრჩეველს დაბრუნდეს ამომრჩეველთა რეგისტრატორთან ახალი საარჩევნო ბიულეტენის მიღების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს (ასეთი ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვლება), ამომრჩეველთა რეგისტრატორი ვალდებულია შეუცვალოს ამომრჩეველს გაფუჭებული ბიულეტენი ახლით.

დანართი №10

ფოტოვიდეოგადაღება საარჩევნო უბანზე

(მომზადებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის №42/2012 დადგენილების მიხედვით)

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია:

← კენჭისყრის კაბინის ფოტოვიდეოგადაღება, რათა არ გამჟღავნდეს ამომრჩევლის არჩევანი;

← ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის და სხვა ისეთი ინფორმაციისა ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას.

კენჭისყრის პროცესის ხელშეუშლელად მიმდინარეობის უზრუნველყოფის მიზნით:

← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ;

← საარჩევნო კომისიის წევრებმა ინტერვიუ უნდა მისცენ კენჭისყრის პროცესში მათ მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

← ამომრჩეველს − ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში;

← საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებს/წარმომადგენლებს;

← საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში (ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელს);

← შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს (ერთი და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების არაუმეტეს 3 წარმომადგენელს);

← შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის არაუმეტეს 1 დამკვირვებელს);

← ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს (ერთი და იმავე საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს) (მათ შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი)).

საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.

საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით:

← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცესი იმ პერიოდში, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები (პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები) აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტოვიდეოგადამღები აპარატები გატანილი უნდა იქნეს კენჭისყრის შენობიდან.

← ერთსა და იმავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ერთხელ, არაუმეტეს 10 წუთისა ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს ნებისმიერი ადგილიდან, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფით.

← კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს (მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ ფოტოვიდეოგადაღება აწარმოონ 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში) შეუძლიათ კენჭისყრის დღეს მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე განთავსებული სტაციონარული ფოტოვიდეოგადამღები აპარატის მეშვეობით. ამ ადგილიდან უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

-----------------------

* აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არის განცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველი, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში − მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

** აღნიშნული რეკვიზიტების მიუთითებლობა არის ხარვეზის დადგენის გარეშე განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

*** აღნიშნული რეკვიზიტების არაზუსტად ან არასრულყოფილად მითითება არ შეიძლება გახდე სგანცხადებაზე/საჩივარზე ხარვეზის დადგენის და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი, მაგრამ შეიძლება გახდეს მხარის საჩივრის განხილვაზე დაბარების შეუძლებლობის საფუძველი.

-----------------------

ნაწილი I

samuSao versia

საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი

თავი I. საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი

საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

თავი II. საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები

საუბნო საარჩევნო კომისიის საქმისწარმოების წესი

საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები

საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განკარგულების მიღების წესი

საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში

ნაწილი II

თავი I. ამომრჩეველთა სიები

ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი გამოქვეყნების წესი

ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების გადამოწმება

ამომრჩეველთა სპეციალური სია

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი

ამომრჩევლის ბარათი

თავი II. საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება, კენჭისყრის შენობის მოწყობა

საოლქო საარჩევნო კომისიისგან საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება

საარჩევნო დოკუმენტაციისა და ინვენტარის მიღება-ჩაბარების აქტი

კენჭისყრის შენობის მოწყობა

ნაწილი III

საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს

თავი I. საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები

საარჩევნო უბნის გახსნა

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლის უფლებრივი მდგომარეობა

საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები

I

II

III

IV

V

თავი II. კენჭისყრის პროცესი

კენჭისყრის ჩატარება

I

II

III

IV

V

VI

„ფიზიკური მდგომარეობის“ გამო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურა

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა

კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერება

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა აღრიცხვა

მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას

გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა

თავი III. კენჭისყრის გაგრძელება ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური

აპარატის გამოყენების გარეშე

თავი IV. საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება

საარჩევნო უბნის დახურვა

გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა

ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით დადგენილი კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოცხადება

ხმის დათვლამდე ჩასატარებელი პროცედურები

მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას

გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

საარჩევნო უბნის მოწყობა ხმების დათვლის პროცედურისთვის

ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

ამომრჩეველთა სიების, გაფუჭებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა

ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება

საარჩევნო ბიულეტენების დათვლა

საარჩევნო ბიულეტენების დალუქვა

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

ერთეული

ათეული

ასეული

ათასეული

კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა

სარეგისტრაციო ჟურნალის დახურვა, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის დალუქვა, საარჩევნო დოკუმენტაციის გადაცემა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის

ნაწილი IV

კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები

თავი I. კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების რეგისტრაცია

კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე ხარვეზის დადგენის წესი

თავი II. კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება

ნიმუში

მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას

გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას

გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობის

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის გახსნიდან (დილის 7 საათი) საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისშედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

I

I

I

I

I

I

I

I

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

კენჭისყრის დღეს დილის 7 საათიდან საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე და საარჩევნო უბანზე ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პერიოდის ჩათვლით

II

II

II

II

II

II

II

II

III

III

III

III

III

III

III

III

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლიდან ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პერიოდში

დარღვევებზე რეაგირება

დარღვევებზე რეაგირება

დარღვევებზე რეაგირება

დარღვევებზე რეაგირება

დარღვევებზე რეაგირება

დარღვევებზე რეაგირება

დარღვევებზე რეაგირება

დარღვევებზე რეაგირება

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

ფოტოვიდეოგადაღების წარმოების წესების დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

-----------------------

20