საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის – ცეკავშირის XXVI მოწვევის საბჭოს რიგგარეშე №2 კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დადგენილება
სხდომის ოქმი № 11, მუხლი №1/
2019 წლის 03 მაისი
ცეკავშირის (ს/კ 203822952) XXVI მოწვევის საბჭოს რიგგარეშე №2 კრების
ჩატარების შესახებ
ცეკავშირის გამგეობა ადგენს:
2019 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე ჩატარდეს ცეკავშირის XXVI მოწვევის საბჭოს რიგგარეშე N2 კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ყაზბეგის 42ა , მე-5 სართული, ოთახი 6.
დღის წესრიგი:
1. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის – როინ ადამაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ცეკავშირის გამგეობის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ.
2. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარის არჩევის შესახებ.
3. ცეკავშირის მორიგი ყრილობის თარიღის განსაზღვრის შესახებ.
4. ცეკავშირის გამგეობის ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ.
5. სხვადასხვა.
გამგეობის მოქმედი წევრები:
1. ნუგზარ ევგენიძე
2. ვაჟა ბარბაქაძე
3. გიორგი სუხიშვილი