„სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის №612 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№395
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.024790
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №395

2024 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელისუფლებო  სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შექმნისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 ოქტომბრის №612 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/11/2014, 040030000.10.003.018232) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმები და მათი განსაზღვრის წესი (დანართი №5).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართი („საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ  შესასრულებელი საპროექტო, სამონტაჟო და პროგრამების საინსტალაციო სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმები და მათი განსაზღვრის წესი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №5

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმები და მათი განსაზღვრის წესი

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შესასრულებელი სამუშაოების ზედნადები ხარჯების ნორმებია:

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  • სამუშაოების დასახელება

    ზედნადები ხარჯების ნორმები

    საკომუნიკაციო აპარატურის (ქსელის აქტიური ნაწილი) მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება

    ფაქტობრივად გაწეული ხარჯების 15%

    ყველა ტიპის საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა  (საკომუნიკაციო ქსელის პასიური ნაწილი)

    ფაქტობრივად გაწეული ხარჯების 30%

    საკომუნიკაციო ქსელის დემონტაჟი

    დემონტირებული ქსელის ნარჩენი საბალანსო ღირებულებისა და ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ჯამის 15%, მაგრამ არანაკლებ 100,0 (ასი) ლარისა

    პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზირება

    პროგრამებისა და ლიცენზიების ღირებულების და ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ჯამის 15%

    საკომუნიკაციო აპარატურის შეკეთება და რემონტი

    ფაქტობრივად გაწეული ხარჯების 15%

    საკომუნიკაციო პროექტების მომზადება

    პროექტის საწყისი ღირებულების 6%

     

     

    მუხლი 2

    1. ამ დანართის (დანართი №5) პირველ მუხლში ცხრილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული მატერიალური ფასეულობის ღირებულება, ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან (თუ მოქმედი სააბონენტო გადასახადით შესაძლებელია აპარატურის ღირებულების 24 თვეში ანაზღაურება) გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების საფუძველზე შეიძლება არ იქნეს შეტანილი შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულებაში და აბონენტს აპარატურა გადაეცეს დროებით სარგებლობაში.

    2. ამ დანართის (დანართი №5) პირველ მუხლში ცხრილის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას სახარჯი მასალის (მ. შ., ყველა ტიპის საკომუნიკაციო კაბელი) დანაკარგის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს ფაქტობრივად გამოყენებული სახარჯი მასალის საერთო ღირებულების 7%-ით, რაც შეიტანება შესრულებული სამუშაოს ფასის გაანგარიშებაში.

     

    შენიშვნა:

    1. დანართში მითითებული სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მატერიალური ფასეულობების ღირებულების (მ. შ., საბალანსო) დაუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, კონკრეტული ნივთის ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ანალოგიური ან/და იდენტური ნივთის საბაზრო ფასით.

    2. სააგენტო საკომუნიკაციო პროექტებს სავალდებულო წესით ამზადებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება აღემატება 50000.00 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, სხვა შემთხვევაში პროექტი მზადდება დამკვეთის მოთხოვნით.

    3. დანართში მითითებული ყველა ან/და რამდენიმე სახის სამუშაოს ერთი დამკვეთისათვის ერთ ლოკაციაზე შესრულების შემთხვევაში, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯები შეიტანება იმ სამუშაოს ღირებულებაში, რომელსაც ზედნადები ხარჯის ყველაზე მაღალი ნორმა აქვს.

    4. დანართში მითითებული ყველა ან/და რამდენიმე სახის სამუშაოს რამდენიმე დამკვეთისათვის ერთ ლოკაციაზე ერთი მივლინების ფარგლებში შესრულების შემთხვევაში სატრანსპორტო ხარჯი დამკვეთებზე გადანაწილდება თანაბრად.

    5. ზედნადები ხარჯები არ ერიცხება უმაღლესი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემით უზრუნველყოფის ნებისმიერ და პირველი კატეგორიის აბონენტების სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის აპარატურის პირველად სამონტაჟო სამუშაოებს.

    6. საპროექტო სამუშაოების ღირებულებაში შეიტანება პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული მოსაკრებელი.

    მუხლი 3

    სააგენტო აბონენტებს უსასყიდლოდ აწვდის შემდეგი სახის სერვისებს:

    ა) სპეცკომუტატორით მომსახურება;

    ბ) საბილინგო მონაცემების მიწოდება;

    გ) ტექნიკური დახმარება 7/24 რეჟიმით სატელეფონო ცხელის ხაზის მეშვეობით;

    დ) მობილურ ოპერატორებთან (ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ) დაკავშირების ლიმიტირება და შეზღუდვის კლასების დადგენა;

    ე) აბონენტთა მოთხოვნით ცალკეული შემავალი ზარების შეზღუდვა;

    ვ) სატელეფონო ცნობარების მიწოდება;

    ზ) ქ. თბილისის მასშტაბით ერთი ლოკაციის ფარგლებში საკომუნიკაციო აპარატურის გადატანა, რომელიც არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს;

    თ) დამატებითი სერვისების ჩართვა.“.

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი კობახიძე