სს „საქართველოს ბანკი“-ს აქციონერთა საყურადღებოდ!

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№01/4760
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „საქართველოს ბანკი ს “ აქციონერის სს „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება

 

ორი ათას ცხრამეტი წლის პირველ მაისს, სს „ბიჯეო ჯგუფი ს “ (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის 29 ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11  მუხლისა და სს „საქართველოს ბანკი ს“წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

დღის წესრიგი:

1. ცვალებადი ანაზღაურების სახით გასაცემი აქციების ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცება

 

დღის წესრიგში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი  გადაწყვეტილებები:

 

1 საკითხი - ცვალებადი ანაზღაურების სახით გასაცემი აქციების ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ:

1.  კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის მე-19 მუხლის, მე-10 (ა.გ.ა) პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, დამტკიცდეს ცვალებადი ანაზღაურების სახით გასაცემი აქციების ფასის განსაზღვრის შემდეგი წესი: ცვალებადი ანაზღაურების სახით სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გასაცემი „ბენქ ოფ ჯორჯია გრუფ ფლს“-ის აქციების ფასი განისაზღვროს სს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ანაზღაურების კომიტეტის შესაბამისი სხდომის ჩატარების თარიღისათვის არსებული უახლესი ფასით, რომელიც დაფიქსირდა ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვისას.

 

სს „ბიჯეო ჯგუფის“

გენერალური დირექტორი                                                                                                არჩილ გაჩეჩილაძე