სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერის სს „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება  

 

  
ორი ათას ცხრამეტი წლის 14  მაისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი,გაგარინის 29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის სახით,მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11  მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

დღის წესრიგი:

1. ბანკის 2018 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;

2. დირექტორატის ანგარიში ბანკის 2018 წლის საქმიანობის შესახებ;

3. მოგების  განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;

4. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;

5. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ;

 

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი  გადაწყვეტილებები:

I საკითხი – ბანკის 2018 წლის აუდიტორული შედეგების დამტკიცების შესახებ:

1. დამტკიცდეს აუდიტორული კომპანია შპს „იუაი საქართველოს“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა და ბანკის 2018 წლის ფინანსური ანგარიში.

II საკითხი – დირექტორატის ანგარიში ბანკის 2018 წლის საქმიანობის შესახებ:

1. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2018 წლის საქმიანობის შესახებ.

III საკითხი – მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:

1. დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება 2018 წლის მოგებიდან 139 200 000 (ას ოცდაცხრამეტი მილიონ ორასი ათასი) ლარის ოდენობის დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 4.97 ლარი (ოთხი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი)  ოდენობით.

IV საკითხი – დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:

1. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2019 წლის 4 ივნისი, 18:00 საათის მდგომარეობით.

V საკითხი – დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:

1. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2019 წლის 17 ივნისი.

 

სს „ბიჯეო ჯგუფის“ გენ. დირექტორი                                                           არჩილ გაჩეჩილაძე