სს „ლიბერთი კონსუმერ“-ის (ს/კ: 205154438) ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება N190610/01
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ლიბერთი კონსუმერის“ (ს/კ: 205154438)
ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის
გადაწყვეტილება N190610/01
ორი ათას ცხრამეტი წლის 10 ივნისს სს „ლიბერთი კონსუმერის“ (ს/კ: 205154438) (შემდეგში „საზოგადოება“) აქციონერის – სს „საქართველოს კაპიტალის“ (ს/კ: 404549690) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი ალფაიძის სახით (რწმუნებულება, გაცემული 2019 წლის 19 აპრილს სს „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №190433638), მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე.
ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „ლიბერთი კონსუმერის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „ლიბერთი კონსუმერის“-ის წესდების თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. სს „ლიბერთი კონსუმერისთვის“ (ს/კ: 205154438) მისი 100%-იანი შვილობილი საწარმოს – სს „პრაიმ ფიტნესის“ (ს/კ: 205167255) შერწყმის (მიერთების) შესახებ.
2. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.
„აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
1. განხორციელდეს სს „ლიბერთი კონსუმერთან“ (ს/კ: 205154438) მისი 100%-იანი შვილობილი საწარმოს სს „პრაიმ ფიტნესის“ (ს/კ: 205167255) მიერთება (შერწყმა). მიერთება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. მიერთების შედეგად სს „ლიბერთი კონსუმერ“ (ს/კ: 205154438) გახდება სს „პრაიმ ფიტნესის“ (ს/კ: 205167255) უფლებამონაცვლე (სამართალმემკვიდრე).
2. დამტკიცდეს სს „ლიბერთი კონსუმერისთვის (ს/კ: 205154438) მისი 100%-იანი შვილობილი საწარმოს – სს „პრაიმ ფიტნესის“ (ს/კ: 205167255) მიერთება (შერწყმა) შემდეგი პირობებით:
2.1. სს „პრაიმ ფიტნესი“ (ს/კ: 205167255) შეერწყმება (მიუერთდება) მის 100%-იან „აქციონერს“ – სს „ლიბერთი კონსუმერს“ (ს/კ: 205154438);
2.2. შერწყმის (მიერთების) შედეგად სს „პრაიმ ფიტნესი“ (ს/კ: 205167255) შეწყვეტს არსებობას როგორც იურიდიული პირი, ხოლო სს „ლიბერთი კონსუმერ“ (ს/კ: 205154438) იქნება სს „პრაიმ ფიტნესი“-ს უფლებამონაცვლე (სამართალმემკვიდრე);
2.3. შერწყმის (მიერთების) შედეგად სს „პრაიმ ფიტნესის“ აქტივები და ვალდებულებები გადავა (აისახება) სს „ლიბერთი კონსუმერის“ ბალანსზე;
2.4. სს „ლიბერთი კონსუმერის“ განცხადებული (ნებადართული) კაპიტალი დარჩება უცვლელი;
2.5. შერწყმის (მიერთების) შედეგად არ შეიცვლება სს „ლიბერთი კონსუმერის“ აქციონერთა არსებული სტრუქტურა და წილობრივი მონაწილეობა;
2.6. შერწყმის (მიერთების) შემდეგ სს „ლიბერთი კონსუმერის“ მართვის ორგანოთა სტრუქტურა, მათი სტატუსი და ფუნქციები ასევე დარჩება უცვლელი;
2.7. შერწყმის (მიერთების) შემდეგ სს „პრაიმ ფიტნესის“ თანამშრომელთა უფლებრივი მდგომარეობა, ასევე მართვის ორგანოების წევრთა და სხვა აღმასრულებელ თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა შემდგომი დასაქმების პირობები და ვადები განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სს „ლიბერთი კონსუმერის“ მმართველობითი ორგანოების მიერ;
2.8. შერწყმის (მიერთების) დასრულება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შერწყმის რეგისტრაციის საფუძველზე.
3. დაევალოს სს „ლიბერთი კონსუმერს“ გენერალურ დირექტორს ხელი მოაწეროს შერწყმის (მიერთების) საკითხთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა დოკუმენტს. წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ცვლილებების (რეორგანიზაციის) კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის მიზნებისთვის ნებისმიერი და ყველა მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება, მათ შორის დოკუმენტაციის ხელმოწერა და მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭოს მარიამ თითბერიძეს (პ/ნ: 01017042743).
გიორგი ალფაიძე
სს „საქართველოს კაპიტალის“
გენერალური დირექტორის მოადგილე