საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4862-IIს
სარეგისტრაციო კოდი
190020010.05.001.019535
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:

„მუხლი 451. განათლების სფეროს დაფინანსება

1. სავალდებულოა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იმგვარად მომზადდეს და დამტკიცდეს, რომ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები.

2. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულზე ნაკლები მოცულობით დაფინანსება შეიძლება დაიგეგმოს მხოლოდ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოცულობით დაფინანსების აღდგენა სავალდებულოა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების მიღწევის მომდევნო წლიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2019 წ.

N4862-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2019.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 27.06.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4862-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.05.001.019535.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4862-IIს, 27.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 190020010.05.001.019535 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4596659/