რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“-ს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1058
2019 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების-საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დასრულებულად ჩაითვალოს რეგისტრირებული კოოპერატივის „საკრედიტო კავშირი მეორე სვირის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 230050020) ლიკვიდაციის პროცესი;
2. რეგისტრირებული კოოპერატივი „საკრედიტო კავშირი მეორე სვირი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 230050020) ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის უწყებრივი რეესტრიდან;
3. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს;
4. ეს განკარგულება, 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6 ), მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
პაპუნა ლეჟავა