„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №331 |
|
2019 წლის 16 ივლისი ქ. თბილისი |
1. მე -2 მუხლის „ყ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ყ ) სტიმულირების პროგრამა − შემსყიდველის მიერ შემუშავებული სტიმულირების პროგრამა , რომლის პირობების გათვალისწინებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების , სიხშირეების ან /და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას . სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მტკიცდება ავიაკომპანიის ბაზირების , ახალი პრიორიტეტული მიმართულების , ახალი სტრატეგიული მიმართულებისა და არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამები ;“.
2. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 − 107 პუნქტები :
„101. არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება ფორმდება ავიაკომპანიასთან , რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული საჰაერო ხომალდით შეასრულებს ფრენებს არსებული სტრატეგიული მიმართულებით .
102. სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისათვის , არსებულ სტრატეგიულ მიმართულებებად ითვლება თბილისი -ლონდონი -თბილისისა და თბილისი -ბრიუსელი -თბილისის მიმართულებები .
103. ხელშეკრულების ღირებულება თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისათვის უნდა განისაზღვროს არა უმეტეს 90 (ოთხმოცდაათი ) ევროს ოდენობით დღგ -ის გარეშე , თითოეულ ჩამომფრენ მგზავრზე , სტიმულირების პროგრამის ფარგლებში , რაც ჯამური ღირებულების სახით (თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისათვის ) არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ევროს დღგ -ის გარეშე .
104. არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად , კვირაში , სულ მცირე , 2 სიხშირის შესრულება თითოეულ არსებულ სტრატეგიულ მიმართულებაზე .
105. შემსყიდველი უფლებამოსილია , არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ მიმართულებაზე ერთ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არა უმეტეს 1 (ერთი ) წლის ვადით .
106. იმ შემთხვევაში , თუ არსებული სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას “ მიმართავს ერთზე მეტი ავიაკომპანია და მათგან ორი ან მეტი აკმაყოფილებს ახალი ავიაკომპანიის სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმებისათვის დადგენილ მოთხოვნებს , ხელშეკრულების გაფორმების რიგითობა განისაზღვრება ამ ავიაკომპანიების მიერ მოთხოვნის წარდგენის დროის მიხედვით , თანმიმდევრობით . პირველი ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან , რომელმაც პირველმა მიმართა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას “.
107. იმ შემთხვევაში , თუ თითოეულ არსებულ სტრატეგიულ მიმართულებაზე გაფორმდება სტიმულირების 2 ხელშეკრულება , შემსყიდველი უფლებამოსილია , უარი თქვას სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების შემდგომი ხელშეკრულებების გაფორმებაზე .“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.07.2019.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.07.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №331. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.021349.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 5 სექტემბრის №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №331, 16.07.2019, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021349 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4617176/